» » ზეპ მაიერი: სვენ ულრაიხის გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია

ზეპ მაიერი: სვენ ულრაიხის გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია

19-06-2015, 12:26 admin ტრანსფერები 0

ზეპ მაიერი: სვენ ულრაიხის გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა მეკარემ, ზეპ მაიერმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში რეკორდმაისტერის ახალწვეულზე, სვენ ულრაიხზე, ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელი გოლკიპერის ტრანსფერი მისთვის აბსოლიტურად გაუგებარია.

აწ უკვე გასული სეზონის დასრულების შემდეგ შტუტგარტის 26-წლის გერმანელი კარის დარაჯი მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერთან კონკურენცია აბსოლიტური უტოპიაა და კარგად ჰქონდა გაანალიზებული ის ფაქტორი, რომ სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა.

"ჩემთვის გაუგებარია მეკარის გადაწყვეტილება, რომელმაც 26-წლის ასაკში გადაწყვიტა კარიერა სათადარიგოთა სკამზე გაეტარებინა. რათქმაუნდა, სვენ ულრაიხს საუკეთესო მეკარეებთან ვარჯიშისას შეუძლიან ძალიან ბევრი რამ ისწავლოს, თუმცა შტუტგარტში რეგულარულ სათამაშო დროსვარჯიშები ვერ ჩაანაცვლებს. გერმანელი მეკარე 35 წლის, რომ იყოს მისი გადაწყვეტილება ჩემთვის გასაგები იქნებოდა", - ზეპ მაიერის სიტყვებს ციტირებს Bild.

მიუნხენის ბაიერნმა გერმანელი მეკარე €3,50 მილიონ ევროდ გადმოიბირა. სვენ ულრაიხმა გასულ სეზონში შტუტგარტის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 46 ბურთი გაუშვა, ხუთჯერ შეინახა კარი მშრალად და 2.610 წუთი დაჰყო მოედანზე.

ცნობილი სპორტული გამოცება BILD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სვენ ულრაიხი რეკორდმაისტერში მხოლოდ ხელფასის გამო გადმოვიდა. გაცნობებთ, რომ თუ შტუტგარტში 26 წლის მეკარის ანაზღაურება € 2 მილიონ ევროს შეადგენდა რეკორდმაისტერში ულრაიხის ხელფასი € 2,5 მილიონი იქნება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.