» » transfermarkt: მიუნხენის ბაიერნი აარონ რემსით ინტერესდება

transfermarkt: მიუნხენის ბაიერნი აარონ რემსით ინტერესდება

19-06-2015, 16:01
0119
ბრიტანული transfermarkt-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ლონდონის არსენალის უელსელი ცენტრალური ნახევარმცველით აარონ რემსით ინტერესდება და მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

აარონ რემსისთან დაკავშირებით ინფორმაცია transfermarkt-ზე მიუნხენის ბაიერნის გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ჭორების ბლოკში. 24-წლის უელსელი ფეხბურთელის სახელს კატალონიის ბარსელონასაც უკავშირებენ, რომელიც ესპანურ პრესაზე დაყრდნობით რემსის სანაცვლოდ მზადაა £ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

უელსელი ცენტრალური ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 22,00 მილიონ ფუნტს შეადგენს. აარონ რემსის მიმდინარე კონტრაქტი ლონდონის არსენალთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

24-წლის უელსელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში 2011 წლის 28 თებერვალს კარდიფიდან გადავიდა. არსენალმა ნიჭიერი ნახევარმცველის სანაცვლოდ კარდიფს £ 5,28 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას, ჯეროჯერობით, transfermarkt-ის გარდა არცერთი გერმანული თუ ბრიტანული სხვა სანდო წყაროები არ გამოხმაურებიან და აარონ რემსის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორის დონეზე რჩება.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, აარონ რემსიმ 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 10-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2.915 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..