» » Corriere Dello Sport: ლაციოს ჩაბი ალონსოს ყიდვა სურს

Corriere Dello Sport: ლაციოს ჩაბი ალონსოს ყიდვა სურს

20-06-2015, 23:44
0102
ცნობილი იტალიურიმ სპორტული გამოცემა Corriere Dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რომის ლაციო ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის ბაიერნის ესპანელი ლეგიონერის გადაბირებას შეეცდება.

Corriere Dello Sport-ზე დაყრდნობით იტალიური კლუბის მესვეურები ლუკას ბილიას შემცვლელს ეძებენ და შესაფერის კანდიდატატ მიუნხენის ბაიერნის 33-წლის ნახევარმცველს მიიჩნევენ. ამჟამად ბილია არგენტინის შემადგენლობაში კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, რომლის გადაბირებასაც მადრიდული კლუბი ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მიუნხენის ბაიერნში მადრიდის რეალიდან შარშან გადმოვიდა. ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდმაისტერმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ლეგიონერთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა (2016 წლის ივნისის ბოლომდე).

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, ჩაბი ალონსომ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 3.381 წუთი დაჰყო მოედანზე.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 33-წლის ესპანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 7,04 მილიონ ფუნტს შეადგენს. თავად ფეხბურთელს გერმანული გრანდის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს და არც ლუბის მესვეურები გეგმავენ ფეხბურთელის გაშვებას.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..