» » პეპე რეინა შემდეგ კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის

პეპე რეინა შემდეგ კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის

21-06-2015, 18:00
0101
იტალიური სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პეპე რეინასა და ნაპოლის შორის შეთანხმება მიღწეულია. იტალიური გრანდი ესპანელ მეკარეს სულ რამდენიმე დღეში გაიფორმებს, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც შემდეგ კვირას რეინა სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის კარის დარაჯი მიუნხენის ბაიერნმა ლივერპულისგან € 3,00 მილიონ ევროდ იყოდა და პეპე რეინას 2017 წლის ივნისის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი. გასული სეზონში ესპანელმა მეკარემ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ მშრალად შეინახა კარი.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 32-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 4,00 მილიონ ევროს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეინათი მადრიდის რეალი და ინტერიც ინტერესდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელმა უპირატესობა ნაპოლის მიანიჭა.

აღნიშნულ ტრანსფერზე დიდი ხანი იწერებოდა პრესასი ინფორმაცია, თუმცა საბოლოოდ ეჭვები სვენ ულრაიხის რეკორდმაისტერში ტრანსფერის შემდეგ გაქარწყლდა. აშკარა იყო, რომ გერმანელი გოლკიპერის შეძენით ბავარიული გრანდის ხელმძღვანელობამ ესპანელი ფეხბურთელის შემცვლელი იპოვეს.

პეპე რეინას სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ზუსტად რა თანხას მიიღებს მიუნხენის ბაიერნი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც უკვე მოგახსენეთ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..