» » ჩემპიონთა ლიგას მილენიუმის სტადიონი უმასპინძლებს

ჩემპიონთა ლიგას მილენიუმის სტადიონი უმასპინძლებს

21-06-2015, 20:32
090
ცნობილი სპორტული გამოცემა Sky Sports-ის ჟურნალისტის ემი ლუისის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016/17 წლების ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალს კარდიფის მილენიუმ სტადიონი უმასპინძლებს.

გაცნობებთ, რომ მიულენიუმ სტადიონი უელსში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელზეც 74,500 მაყურებელი ეტევა. გასული წლის უეფას სუპერფინალი, მადრიდის რეალსა და სევილიას შორის სწორედ კარდიფში გაიმართა. მილენიუმ სტადიონი კარგად მოწყობილი და მაქსიმალურად კომფორტულია.

კარდიფის სტადიონი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შეხვედრების ჩატარებასაც ითხოვდა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება, თუმცა UEFA-ს წარმომადგენლობამ მილენიუმ სტადიონს უფლება არ მისცა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა 22 ივნისს ქალაქ ნიონში გაიმართება. შემდეგ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა 17 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის წილისყრა 7 აგვისტოს იმავე ქალაქ ნიონში შედგება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 აგვისტოს მონაკოში შედგება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სექტემბრის 15-16 რიცხვში დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..