» » Sky Sports Italia: მარიო მანჯუკიჩი ტურინში გადაბარგდება

Sky Sports Italia: მარიო მანჯუკიჩი ტურინში გადაბარგდება

22-06-2015, 13:05
099
ცნობილი იტალიური სპორტული მაუწყებლის Sky Sports Italia მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის ატლეტიკოსა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილი თავდამსხმელი იტალიური კლუბს უკვე მოელაპარაკა დეტალებზე და ტურინის იუვენტუსში უახლოეს დღეებში გადავა.

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ხორვატ ფეხბურთელს უკვე მესამედ ყიდიან იმ კლუბში, რომელმაც გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. როგორც იტალიური პრესა იტყობინება 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ტურინული გრანდი ატლეტიკოს € 25 მილიონ ევროს გადაუხდის.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, მარიო მანჯუკიჩმა 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 20-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 3.060 წუთი დაჰყო მოედანზე.

transfermarkt-ზე დაყრდნობით მარიო მანჯუკიჩის მიმდინარე სატრანსფერო ფასი £ 22,88 მილიონ ფუნტს შეადგენს. ხორვატ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი მადრიდის ატლეტიკოსთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენურმა კლუბმა 29-წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ატლეტიკოსგან £ 19,36 მილიონი ფუნტი მიიღო.

Sky Sports Italia-ზე დაყრდნობით მარიო მანჯუკიჩი უკვე ჩაფრინდა ტურინში, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ტრანსფერის საბოლოო დეტალები შეატანხმოს ხელმძღვანელობასთან. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 29-წლის ფორვარდი ტურინის იუვენტუსთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..