» » Tipico ბაიერნის ახალი პარტნიორი იქნება

Tipico ბაიერნის ახალი პარტნიორი იქნება

30-06-2015, 16:41
072
ვარჯიშების განახლებამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ბუნდესლიგის ჩემპიონები და ბუკმეიკერული კომპანია Tipico მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ. Tipico პლატინის პარტნიორის სტატუსი მიიღო.

"უკვე რამდენიმე წელია ბუკმეიკერული კანტორა Tipico წარმატებულად მუშაობს ევროპულ ფეხბურთში. ამიტომ სავსებით ნორმალურია, რომ მიუნხენის ბაიერნი და წარმატებული საერთაშორისო კომპანია წარმატებისთვის ერთად იბრძოლებენ", - განაცხადა რეკორდმაისტერის თვითმმართველობის დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"Tipico დიდებულ ბრენდად ჩამოყალიბდა. აღნიშნული ბუკმეიკერული კომპანია შეგვესაბამება და ვფიქრობ, რომ ჩვენი პლატინის პარტნიორთა სიას ღირსეული წევრი შევმატეთ", - განაცხადა იორგ ბაკერმა, სტრატეგიისა და ინტერნაციონალიზაციის დირექტორმა.

აღსანიშნავია, პარტნიორობის შესახებ 2019 წლის ბოლომდე ხელშეკრულების გაფორმება Tipico-თვისაც ძალიან მნიშვნელოვანია: "გახარებულები ვართ, რომ მიუნხენის ბაიერნის პლატინის პარტნიორები გავხდით. რეკორდმაისტერი მსოფლიოს ყველა საფეხბურთო კლუბისთვის მისაბაძია", - განაცხადა იან ბოლეცმა, Tipico Co. Ltd აღმასრულებელმა დირექტორმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..