» » ბაიერნმა საბერძნეთის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ბაიერნმა საბერძნეთის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

22-09-2015, 09:51
068
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 0:3 სძლია, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე სტადიონის ტრიბუნებზე ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც რეკორდმაისტერის რამდენიმე გულშეატკივარმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

არაერთმა გერმანულმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ უსწორდებიან ბერძენი პოლიციელები მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებს ხელკეტებით. რამდენადაც ცნობილი გახდა ოლიმპიაკოსის გულშეატკივრების პროვოკაციას წამოეგო გერმანული გრანდის ფან-ზონის წევრები.

როგორც ირკვევა ბერძნების პროვოკაციას მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებმა ასევე პროვოკაციული ჟესტებით უპასუხეს, სწორედ ამის შემდეგ სექტორში პოლიცია შეიჭრა და გასაკვირი აგრესიით დაიწყეს რეკორდმაისტერის გულშეატკივრების დაუნდობელი ცემა. რამდენიმე გულშემატკივარს სამედიცინო დახმარების გამოძახებაც მოუწია.

მომხდარი ინციდენტის გამო მიუნხენური კლუბის მესვეურები UEFA-ს საპროტესტო ნოტას გაუგზავნია, რომლის მიხედვითაც ბერძნული პოლიციის ძალის გადამეტება სახელდება. საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია ფაქტი, რომ მიუნხენის ბაიერნისა და ოლიმპიაკოსის წარმომადგენლები უსაფრთხოების თვალსაზრისით მჭიდროდ თანამშრომლობდნენ.

მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას მოლოდინი აქვს, რომ თითოეულ შეხვედრაში, სადაც რეკორდმაისტერი ითამაშებს, გულშემატკივრები ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრობიან ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..