» » El Mundo Deportivo: პეპ გვარდიოლა სიტის მწვრთნელი გახდება

El Mundo Deportivo: პეპ გვარდიოლა სიტის მწვრთნელი გახდება

8-10-2015, 11:09 TOTALMAN ჭორები 0 36

ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, რომელის მომავალიც კლუბში ამ დრომდე უცნობი იყო, მანჩესტერ სიტის შემოთავაზებას დასთანხმდა და სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს დატოვებს.

პრესაში აქამდეც არაერთხელ დაწერილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანჩესტერ სიტის 44-წლის ესპანელი სპეციალისტის ხილვა სურდა საკუტარ კლუბში. თავის მხრივ მიუნხენური კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა გერმანულ გრანდთან.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2016 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ესპანელმა მწვრთნელმა გუნდი იუპ ჰაინკესისგან გადაიბარა 2013 წლის 1 ივლისიდან და ამ დროის განმავლობაში 120 შეხვედრას უხელმძღვანელა.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გამართული 120 შეხვედრიდან მიუნხენის ბაიერნმა 93-ჯერ გაიმარჯვა, 10-ჯერ ფრე ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა. პეპ გვარდიოლამ ბაიერნში გატარებული დროის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის სუპერთასის, 2-ჯერ ბუნდესლიგის ტიტულის და ერთხელ გერმანიის თასის მოპოვება მოახერხა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..