» » სამწუხარო ინფორმაცია: კინგსლი კომანიც ტრავმირებულია

სამწუხარო ინფორმაცია: კინგსლი კომანიც ტრავმირებულია

10-10-2015, 19:15 TOTALMAN სიახლეები 0

სამწუხარო ინფორმაცია: კინგსლი კომანიც ტრავმირებულია
კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია რეკორდმაისტერის გულშემატკივართათვის. მიუნხენის ბაიერნისა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი, კინგსლი კომანი, რომელიც ევროპის U21 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში შოტლანდიის U21 გუნდთან იყო სათამაშოდ გამოძახებული, ტრავმა მიიღო.

19 წლის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა შეხვედრის 23-ე წუთზე მიიღო ტრავმა და მოედნიდან უმალვე იქნა გაყვანილი. კინგსლი კომანის ნაცვლად თამაში მ. კოკომ გააგრძელა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია მიუნხენური კლუბის თავდამსხმელის ტრავმა, სავარაუდოდ ყველაფერი მიუნხენში ჩაფრენის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კინგსლი კომანი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადმოვიდა იჯარის წესით ტურინის იუვენტუსიდან. 19-წლის ფეხბურთელი რეკორდმაისტერში 2017 წლის ივნისის ბოლომდე იქნება.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში კინგსლი კომანმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორიჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 347 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..