» » მანუელ ნოიერი: ჩემი მიზანი ტრიპლეტისა და ევროს მოგებაა

მანუელ ნოიერი: ჩემი მიზანი ტრიპლეტისა და ევროს მოგებაა

11-10-2015, 11:48 TOTALMAN სიახლეები 0

მანუელ ნოიერი: ჩემი მიზანი ტრიპლეტისა და ევროს მოგებაა
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა, საქართველოსთან გასამართი შეხვედრის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 29 წლის გოლკიპერის განცხადებით მიმდინარე სეზონში ტრიპლეტის შესრულება სურს და ასევე ევრო 2016-ზე გამარჯვება.

"მიმდინარე სეზონში პირველ რიგში მიუნხენის ბაიერნის მაისურით ტრიპლეტის შესრულება მინდა, რაც არა მარტო ჩემი, არამედ რეკორდმაისტერის თითოეული ფეხბურთელის მიზანია. მეორე მიზანი კი, რათქმაუნდა, ზაფხულში გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მინდა".

"დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავამარცხებთ და საფრანგეთში გავემგზავრებით. ძალიან თავდაჯერებულნი ვართ. რათქმაუნდა, მატჩის წინა განწყობა არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ვიცით, ირლანდიასთან შეხვედრისას არც თუ ისე ცუდად ვითამაშეთ. ვიმედოვნებ, რომ გოლები, რომლებიც წინა მოწინააღმდეგეს ვერ გაუტანეთ საქართველოს კარში გავა", - განაცხადა მანუელ ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დღეს 11 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..