» » The Telegraph: ჩელსი პეპ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

The Telegraph: ჩელსი პეპ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

26-10-2015, 14:40
090
ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემა The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ არისტოკრატები ჟოზე მოურინიოს მთავარი წვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას გადაწყვეტენ კლუბის ხელმძღვანელობა სათადარიგო ვარიანტან ხოსეპ გვარდიოლას განიხილავს.

The Telegraph-ის ინფორმაციით ჟოზე მოურინიოს ბედნი ლონდონურ კლუბში ბუნდოვანია. მიმდინარე სეზონი არისტოკრატებმა საშინლად დაიწყეს. ამ მომენტისთვის პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდები პერმიერ ლიგის მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდ ზონაში მყოფ გუნდებთან სულ რაღაც 5-6 ქულა აშორებს.

თავის მხრივ ხოსეპ გვარდიოლას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. უცნობია 44-წლის სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნთან გაახანგრძლივებს კონტრაქტს, თუ სხვა კლუბში გადასვლას ამჯობინებს. აღსანიშნავია ის ფაქტის, რომ ესპანელი მწვრთნელის სახელი არაერთხელ დაუკავშირეს მანცესტერ სიტისაც.

The Telegraph-ზე დაყრდნობით მიუხედავად დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერისა გამორიცხული არ არის ჟოზე მოურინიო თანამდებობიდან გაათავისუფლონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით ლონდონის ჩელსის პატრონი, რომან აბრამოვიჩი, ხოსეპ გვარდიოლას თაყვანისმცემელია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..