» » Calciomercato: მიუნხენის ბაიერნი ფილიპე ანდერსონით ინტერესდება

Calciomercato: მიუნხენის ბაიერნი ფილიპე ანდერსონით ინტერესდება

28-10-2015, 15:07
0160
ცნობილი იტალიური სპორტული ინტერნეტ გამოცემა Calciomercato-ზე დაყრდნობით მიუნხენის ბაიერნი ლაციოს ბრაზილიელი შემტევი გარემარბით, ფილიპე ანდერსონით, ინტერესდება. წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერი ნახევარმცველის შეძენას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

22-წლის ფეხბურთელი ბრაზილიური სანტოსის აღზრდილია, ლაციოს რიგებში კი 2013 წლიდან ირიცხება. იტალიურმა კლუბმა ფილიპე ანდერსონის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ € 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ახალგაზრდა შემტევ გარემარბს მიმდინარე კონტრაქტი რომაელებთან 2020 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

transfermarkt-ზე დაყრდნობით ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 20 მილიონ ევროს შეადგენს. ფილიპე ანდერსონი 1993 წლის 15 აპრილს დაიბადა. მისი სიმაღლე 1.78 მეტრია, ფილიპე ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს, შესაბამისად 22 წლის ფეხბურთელს შეიძლია, როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაშიც.

ბაიერნმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კიდევ ერთი ბრაზილიელი დუგლას კოშტა შეიძინა, რომელიც ფრანკ რიბერის შემცვლელად განიხილება. Calciomercato-ს ინფორმაცია კი შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მიუნხენური კლუბის მესვეურები უკვე ცდილობენ რობერის სრულფასოვანი შემცვლელები იპოვონ.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლაციოს მაისურით ფილიპე ანდერსონმა სულ, ყველა ტურნირზე, 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 ბურთი გაიტანა, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 1,051 წუთი დაჰყო მოედანზე.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..