» » Sport Bild: ბაიერნი პეპ გვარდიოლაზე ზეწოლას ახორციელებს

Sport Bild: ბაიერნი პეპ გვარდიოლაზე ზეწოლას ახორციელებს

29-10-2015, 13:23
062
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური კლუბის მესვეურები ლოდინს აღარ აპირებენ და ხოსეპ გვარდიოლას მოუწოდებენ რაც შეიძლება მალე მიიღოს საკუთარ მომავალტან დაკავშირებით გადაწყვეტილება, დარჩება გუნდში თუ არა.

რამდენიმე დღის წინ გერმანული სპორტული გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ 44-წლის ესპანელ სპეციალისტს მოსაფიქრებლად 27 ნოემბრამდე მისცეს ვადა, თუმცა Sport Bild-ის ინფორმაციით ბაიერნის მესვეურებს ამდენი ხანი მოცდა არ სურთ და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დაწყება ნოემბრის დასაწყისშივე სურთ.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი ბავარიელებთან 2016 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. თავად ესპანელი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სიტუაციას ნათელი არ მოჰფინა, რაც რეკორდმაისტერს გაურკვეველ მდგომარეობაში ამყოფებს უკვე რამდენიმე თვეა.

44-წლის ესპანელი მწვრთნელის სახელს რამდენიმე ინგლისურ კლუბს უკავშირებენ, რომელთა შორისაცაა მანჩესტერ სიტი, ლონდონის არსენალი და ბოლო პერიოდში ტელეგრაფმა ჩამონათვალს ლონდონის ჩელსიც მიაწერა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს გვარდიოლა, სავარაუდოდ, ამას უკვე უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..