» » Bild: კარლოს ბაკა შეიძლება ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს

Bild: კარლოს ბაკა შეიძლება ბაიერნის ფეხბურთელი გახდეს

19-02-2016, 13:13
086
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის ბაიერნმა, შესაძლოა, მილანის კოლუმბიელი თავდამსხმელი კარლოს ბაკა შეიძინოს. წყაროს ინფორმაციით 29-წლის თავდამსხმელის შეძენით კარლო ანჩელოტია დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ სწორედ იტალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს რეკორდმაისტერს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ და უახლოესი 3 წლის განმავლობაში მიუნხენურ გრანდში იმუშავებს. Bild-ის ინფორმაციით კარლო ანჩელოტის კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც მადრიდის რეალს წვრთნიდა.

transfermarkt-ის ინფორმაციით 29-წლის თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €25 მილიონ ევროს შეადგენს. კარლოს ბაკას მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

ფაქტია, რომ რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კოლუმბიელის ტრანსფერის შანსები ერთი-ორად გაიზრდება.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით სულ, ყველა ტურნირზე, კარლოს ბაკამ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 15-ი გოლი გაიტანა, 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2.318 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..