» » Sky Sport Italia: ბაიერნის ახალი სამიზნე ფედერიკო ბერნარდესკია

Sky Sport Italia: ბაიერნის ახალი სამიზნე ფედერიკო ბერნარდესკია

20-თებ-2016, 11:28
0259
ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ფიორენტინას ახალგაზრდა შემტევი გარემარბით ფედერიკო ბერნარდესკით ინტერესდება, რომლის შეძენასაც რეკორდმაისტერის მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

22-წლის იტალიელი ფეხბურთელი ამჟამად ფიორენტინას ღირსებას იცავს. ფედერიკო ბერნარდესკის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ახალგაზრდა გარემარბის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €15 მილიონ ევროს შეადგენს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით ბერნარდესკის თამაშს ტვალ-ყურს რამდენიმე ევროპული ტოპ-გუნდი ადევნებს, რომელთა შორისაც არიან: მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ და კატალონიის ბარსელონა. წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ჩამოთვლილი გუნდებიდან ყველაზე მეტად ესპანური კლუბი აქტიურობს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფიორენტინას მაისურით ბერნარდესკიმ სულ, ყველა ტურნირზე, 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა, 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 2.032 წუთი დაჰყო მოედანზე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..