» » სამი ხედირა: ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არის

სამი ხედირა: ამ დაპირისპირებაში ფავორიტი არ არის

21-02-2016, 17:32
0100
ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დაპირისპირებაზე ისაუბრა. 28-წლის გერმანელის თქმით მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, თუმცა ამ წყვილში ფავორიტი არ არის და ორივე გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია.

"მიუნხენის ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მოწინააღმდეგის შემადგენლობაში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ წყვილში ფავორიტი რეკორდმაისტერია, თუმცა ასეთი დონის შეხვედრებში იუვენტუსს ყოვლთვის შეუძლია საკუთარი სიტყვის თქმა".

"არავითარი ფავორიტი არ არის. ბოატენგის არ ყოფნა რეკორდმაისტერს ძალიან დაეტყობა. ჩემი აზრით ჟერომი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია", - დაასრულა კომენტარი სამი ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ტურინის იუვენტუსსა და მიუნხენის ბაიერნს შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. აღნიშნულ მატჩს ინგლისელი არბიტრი მარტინ ატკინსონი განსჯის.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..