» » El Mundo Deportivo: ბაიერნი ჰექტორ ბელერინით ინტერესდება

El Mundo Deportivo: ბაიერნი ჰექტორ ბელერინით ინტერესდება

24-03-2016, 19:34
072
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ლონდონონის არსენალის ახალგაზრდა ესპანელი განაპირა მცველით, ჰექტორ ბელერინით, ინტერესდება და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, მის შეძენას შეეცდება.

21-წლის ესპანელი ფეხბურთელი მარჯვენა განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ჰექტორ ბელერინი კატალონიის ბარსელონას აღზრდილია და ლონდონის არსენალის რიგებში 2011 წლიდან ირიცხება. transfermarkt-ის ინფორმაციით ბელერინის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €13 მილიონ ევროს შეადგენს და კონტრაქტი მეთოფეებთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული.

El Mundo Deportivo-ს ცნობით თავად ესპანელი ფეხბურთელი არსენ ვენგერის მადლიერია და კლუბის დატოვებას მანამ არ აპირებს, სანამ ფრანგი სპეციალისტი მეთოფეების მთავარი მწვრთნელი იქნება. 21-წლის მცველით ასევე კატალონიის ბარსელონა, პსჟ, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი არიან დაინტერესებულნი.

ჰექტორ ბელერინს ფილიპ ლამის შემცვლელად განიხილავენ. რეკორდმაისტერის კაპიტანი უკვე 32 წლისაა და მიუნხენური კლუბის მესვეურები ლამის ღირსეული შემცვლელის კანდიდატურას ეძებენ. ბავარიელთა კაპიტანს მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..