» » Sport1: კარლო ანჩელოტის ბაიერნში მატია დი შილიოს ხილვა სურს

Sport1: კარლო ანჩელოტის ბაიერნში მატია დი შილიოს ხილვა სურს

28-03-2016, 16:19
076
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ პორტალის Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის მომავალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, მილანის ახალგაზრდა მარჯვენა მცველით მატია დი შილიოთი ინტერესდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი შეძენა სურს.

Sport1-ი აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით იტალიელი სპეციალისტი მატია დი შილიოს ფილიპ ლამის შემცვლელად განიხილავს. რეკორდმაისტერის კაპიტანს, რომელიც 32 წლისაა, მიუნხენურ კლუბთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი ლიდერი ახალგაზრდა ფეხბურთელად აღარ ითვლება და მისი შემცვლელის ძიებაც მიზანშეწონილია.

23 წლის ფეხბურთელი მილანის აღზრდილია. transfermarkt-ის ინფორმაციით მარჯვენა განაპირა მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 5 მილიონ ევროს შეადგენს. მატია დი შილიოს მოქმედი კონტრაქტი მილანთან 2018 წლამდე აქვს გაფორმებული.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით მატია დი შილიომ სულ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 2,041 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..