» » Bild: არიენ რობენი ხუთ კვირას იუქმებს

Bild: არიენ რობენი ხუთ კვირას იუქმებს

30-03-2016, 16:19 TOTALMAN სიახლეები 0

Bild: არიენ რობენი ხუთ კვირას იუქმებს
ცნობილი გერმანული ინტერნეტ სპორტული გამოცემა Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის შემტევმა გარემარბმა, არიენ რობენმა, ბარძაყის სერიოზული დაზიანება მიიღო, რის გამოც ჰოლანდიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ რეკორდმაისტერსაც გამოაკლდება.

Bild-ის ინფორმაციით ჰოლანდიელი შემტევი გარემარბის რეაბილიტაციას დაახლოებით ხუთი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არიენ რობენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრას გამოტოვებს და რეკორდმაისტერს ბენფიკასთან ორთაბრძოლაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ბენფიკასთან 5 აპრილს საკუთარ მოედანზე გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩი პორტუგალიაში 13 აპრილს გაიმართება.

32 წლის შემტევმა გარემარბმა მიღებული ტრავმის გამო ჰოლანდიის ნაკრებშიც ვერ ითამაშა ამხანაგური შეხვედრები საფრანგეთთან (2:3) და ინგლისთან (2:1). როგორც ნიდერლანდებისთვის, ასევე მიუნხენის ბაიერნისთვისაც არიენ რობენის ტრავმა დიდი დანაკლისია, მითუმეტეს, რომ სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და ჰოლანდიელი გარემარბის სათამაშო შესაძლებლობები ახლა იქნებოდა ყველაზე საჭირო.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიუნხენური კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით სულ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და ჯამში 1.498 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..