» » La Stampa: რეალი ლევანდოვსკის სანაცვლოდ € 50 მილიონს იხდის

La Stampa: რეალი ლევანდოვსკის სანაცვლოდ € 50 მილიონს იხდის

31-03-2016, 11:40
083
ესპანური სპორტული გამოცემა La Stampa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის შესაძლო ვარიანტების ძიებას განაგრძობს. წყაროს ინფორმაციით სამეფო კლუბი მზადაა მიუნხენის ბაიერნს პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაუხადოს.

La Stampa-ს ინფორმაციით მადრიდული კლუბის მესვეურები მზად არიან რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ € 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და დამატებით ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა გადასცენ მიუნხენურ კლუბს, რომელიც ამ მომენტისთვის ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 23 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 23,50 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ხელშეკრულებით მადრიდის რეალს ალვარო მორატას გამოსყიდვა შეუძლია, რის სანაცვლოდაც სამეფო კლუბმა € 30 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს ბებერ სენიორას.

რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 70 მილიონ ევროს შეადგენს. პოლონელ თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. რამდენიმე დღის წინ ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემა BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, ლევანდოვსკიმ 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი რეკორდმაისტერთან, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არაფერი დასტურდება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..