» » ბაიერნი 1 - 0 აინტრახტი (კომენტარები)

ბაიერნი 1 - 0 აინტრახტი (კომენტარები)

3-აპრ-2016, 10:44
0398
ბუნდესლიგის XVIII ტურის მატჩი, მიუნხენის ბაიერნსა და აინტრახტს შორის, შესაძლოა, გულშემატკივრებისთვის სანახაობით არ გამოირჩეოდა, თუმცა რაც მნიშვნელოვანია გუნდმა მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო. მიუხედავად მინიმალური სხვაობისა, აღსანიშნავია, რომ გამარჯვება დამსახურებული იყო.

პეპ გვარდიოლა: "შეხვედრა კარგად დავიწყეთ და არაერთი შესანიშნავი მომენტი შევქმენით. ფრანკმა სასწაული გოლი გაიტანა! მეორე ბურთიც, რომ გაგვეტანა კარგი იქნებოდა. ახლა სრულად ბენფიკასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ვიმედოვნებ, რომ საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ".

რობერტ ლევანდოვსკი: "მაყურებლისთვის სანახაობრივი შეხვედრა არ იყო, თუმცა რაც მთავარია მორიგი სამი ქულის მოპოვება შევძელით. მატჩის მიმდინარეობისას ყველანი სამშაბათის შეხვედრაზე ვფიქრობდით. ბენფიკას წინააღმდეგ გაცილებით, გაცილებით, უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს".

მანუელ ნოიერი: "როდესაც მხოლოდ ერთი გოლის გატანას ახერხებ, რათქმაუნდა, შემდეგ თავი კარგად უნდა დაიცვა. დღეს დაცვის ხაზმე შესანიშნავი თამაში აჩვენა".

ნიკო კოვაჩი (აინტრახტის მწვრთნელი): "შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კარგად ვითამაშეთ. ბაიერნს ცხოვრება გავურთულეთ. შეხვედრის მეორე ნახევარში შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, თუმცა სამწუხაროდ, კონტრშეტევები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. ბენფიკას წინააღმდეგ, რათქმაუნდა, ბაიერნს ვუგულშემატკივრებ".
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..