» » GOAL: მიუნხენის ბაიერნი ხონი კასტროთი ინტერესდება

GOAL: მიუნხენის ბაიერნი ხონი კასტროთი ინტერესდება

9-04-2016, 11:40
0113
ცნობილი სპორტული ინტერნეტ-პორტალის GOAL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერის კიდევ ერთი სამიზნე სელტას უნივერსალი მცველი ხონი კასტროა.

22-წლის ესპანელი უნივერსალი გალისიელთა აღზრდილია. B გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში 2013 წლისან ირიცხება. GOAL-ს ცნობით ფეხბურთელით რეკორდმაისტერის მომავალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია დაინტერესებული და ფეხბურთელის შეძენის თხოვნით უკვე მიმართა მიუნხენური კლუის მესვეურებს.

transfermarkt-ის ინფორმაციით ხონი კასტროს მიმდინარე სატრანსფერო ფასი €5 მილიონ ევროს შეადგენს. 22-წლის უნივერსალს მოქმედი კონტრაქტი სელტასთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მიუხედავად ასაკისა, ესპანელი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი უცვლელი წევრია.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხონი კასტრომ სელტას მაისურით სულ 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა, 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 2.999 წუთი დაჰყო მოედანზე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..