» » Gazzetta dello Sport: ჩელსი ვიდალის სანაცვლოდ €40 მილიონს იხდის

Gazzetta dello Sport: ჩელსი ვიდალის სანაცვლოდ €40 მილიონს იხდის

9-აპრ-2016, 16:41
0318
სიახლე არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის ჩელსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე არტურო ვიდალი იქნება. ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არისტოკრატები მზად არიან €40 მილიონი გადაიხადონ.

28-წლის ჩილელმა ნახევარმცველმა უკვე განაცხადა, რომ მიუნხენის ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვების საბაბი არ აქვს. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია არტურო ვიდალის თამაშით და მის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა არისტოკრატები ტრანსფერის განხორციელების შესაძლო ვარიანტების ძიებას განაგრძნობენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით ლონდონელები მზად არიან ბავარიელებს ჩილელის სანაცვლოდ €40 მილიონი ევრო გადაიხადონ. რამდენადაც ცნობილია, 28-წლის ნახევარმცველით პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული.

არტურო ვიდალს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მიუნხენური კლუბის მესვეურებმა ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯამში €42 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო ამ მომენტისთვის არტურო ვიდალის სატრანსფერი ფასი €37 მილიონ ევროს შეადგენს.

გუნდში მოსვლის დღიდან ჩილელი ნახევარმცველი მალე ნახევარდაცვის ხაზის ერთ-ერთ ლიდერად და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად გადაიქცა. არტურო ვიდალმა მასზე დამყარებული იმედები სრულად გაამართლა. როგორც ჩანს, არტურო ვიდალის უარის შემდებ არისტოკრატები ახლა უკვე ფულით ეცდებიან დააინტერესონ გერმანული კლუბის ხელმძღვანელები.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..