» » ფაქტები: ბენფიკა - ბაიერნი

ფაქტები: ბენფიკა - ბაიერნი

13-04-2016, 12:58
0145
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ესტადიო და ლუსზე, ბენფიკასა და მიუნხენის ბაიერნს შორის, დღეს გაიმართება. ალიანს არენაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვების შემდეგ რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს ლისაბონში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება მოუწევთ.

ბენფიკასთან მატჩში მიუნხენის ბაიერნის ოთხი ფეხბურთელი ფრთხილად უნდა იყოს. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, თუ დღეს მორიგ ყვითელ ბარათს მიიღებენ: რობერტ ლევანდოვსკი, არტურო ვიდალი, ჯოშუა კიმიხი და ხუან ბერნატი მაშინ 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩს გამოტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალური ეტაპისთვის წინა შეხვედრებში მიღებული ყველა ყვითელი ბარათი ანულირდება.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, გასვლით შეხვედრებში, მიუნხენის ბაიერნი არც თუ ისე კარგად თამაშობს. სტუმრად ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა, რომელშიც ბავარიელებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს, უკვე ექვს მატჩს ითვლის (სამი ფე, სამი მარცხი). საერთო ანგარიში 4:10. ბოლოს რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად 2013/14 წლების სეზონში ლონდონის არსენალი დაამარცხა ანგარიშით 2:0.

სამი შეხვედრიდან ორი გამარჯვება და ორი ფრე - ასეთი შედეგი აჩვენა ბაიერნმა გასულ წლებში ბენფიკასთან სტუმრად მატჩებში. 1976 და 1981 წლების შეხვედრები უგოლოდ დასრულდა, ხოლო 1995 წლის ნოემბერში გერმანულმა გრანდმა 3:1 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში UEFA-მ ჰოლანდიელი მსაჯთა ბრიგადა დანიშნა, რომელსაც ბიორნ კუიპერსო უხელმძღვანელებს. მისი დამხმარენი სანდერ ვან რუკელი, ერვინ ზეინსტერი, პოლ ვან ბუკელი და რიჩარდ ლისველდი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ბენფიკასა და ბაიერნს შორის მატჩი ესტადიო და ლუსზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..