» » Bild: ლონდონის არსენალს რაფინიას შეძენა სურს

Bild: ლონდონის არსენალს რაფინიას შეძენა სურს

27-04-2016, 16:48 TOTALMAN ტრანსფერები 0

Bild: ლონდონის არსენალს რაფინიას შეძენა სურს
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ-პორტალის Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის არსენალს მიუნხენის ბაიერნის განაპირა მცველის რაფინიას შეძენა სურს. წყაროს ინფორმაციით ინგლისური გრანდი 30 წლის ლეგიონერს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რაფინიას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან 2017 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 30-წლის ბრაზილიელი განაპირა მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 8 მილიონ ევროს შეადგენს. რაფინია მიუნხენურ გრანდში 2011 წლიდან ირიცხება. რეკორდმაისტერმა ბრაზილიელის სანაცვლოდ ჯენოას ჯამში € 8 მილიონი გადაუხადა.

პრესაში არაერთხელ დაიწერა ინფორმაცია ჰექტორ ბელერინის მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერის შესახებ. უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ შესაძლოა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ბელერინის ნაცვლად ლონდონელებს რაფინიას და დამატებით გარკვეულ თანხას შესთავაზებს.

30 წლის განაპირა მცველს მიუნხენური კლუბის დატოვების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფინიამ ბაიერნის მაისურით სულ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 2.032 წუთი დაჰყო მოედანზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..