» » Il Mattino: ბაიერნი ელსიდ ჰისაის აკვირდება

Il Mattino: ბაიერნი ელსიდ ჰისაის აკვირდება

5-05-2016, 20:16
078
ცნობილი იტალიური ინტერნეტ-პორტალის Il Mattino-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი ნაპლის ახალგაზრდა განაპირა მარჯვენა მცველით, ელსიდ ჰისაით ინტერესდება. წყაროს ინფორმაციით რეკორდმაისტერი ალბანელი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.

Il Mattino-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ნაპოლისა და ატლეტიკოს (2:1) შორის გამართული მატჩის დროს სან პაოლოს სტადიონზე მიუნხენური კლუბის ტექნიკური დირექტორი მიხაელ რეშკე იმყოფებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ, რომ 22 წლის ალბანელი ფეხბურთელის თამაშს აკვირდებოდა.

წარმოშვობით ალბანელი ფეხბურთელი ემპოლის აღზრდილია. ელსიდ ჰისაი ნაპოლის რიგებში 2015 წლიდან ირიცხება. ნეაპოლელებმა 22-წლის ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ ემპოლის ჯამში € 5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მოქმედი კონტრაქტი კი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

Il Mattino-ს ცნობით მიუნხენელთა მომავალი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ელსიდ ჰისაის კი რეკორდმაისტერის კაპიტანის, ფილიპ ლამის, შემცვლელად განიხილავს, რომელიც უკვე 32 წლისაა და 2017 წლის ზაფხულში, სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 22-წლის ალბანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 9 მილიონ ევროს შეადგენს. Il Mattino-ს ინფორმაციით მიუნხენური კლუბის მესვეურები მზად არიან ელსიდ ჰისაის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ ნაპოლის € 18 მილიონი ევრო გადაუხადონ.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..