» » Fanatik: ბეშიქთაშის ახალი სატრანსფერო სამიზნე არიენ რობენია

Fanatik: ბეშიქთაშის ახალი სატრანსფერო სამიზნე არიენ რობენია

12-05-2016, 23:37
0126
ცნობილი თურქული სპორტული ინტერნეტ-პორტალის Fanatik-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბეშიქთაშის სატრანსფერო არეალში მიუნხენის ბაიერნისა და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი არიენ რობენი მოექცა. წყაროს ინფორმაციით თურქები კიდევ ორი ცნობილი ფეხბურთელის შეძენას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენს მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2017 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ჰოლანდიელი შემტევი გარემარბი რეკორდმაისტერში მადრიდის რეალიდან 2009 წელს გადმოვიდა. მიუნხენური კლუბის მესვეურებმა არიენ რობენის სანაცვლოდ სამეფო კლუბს € 24 მილიონი ევრო გადაუხადეს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 32 წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 20 მილიონ ევროს შეადგენს. არიენ რობენმა მიმდინარე სეზონში მიუნხენის ბაიერნის მაისურით სულ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 1.498 წუთი დაჰყო მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არიენ რობენს, ფაქტიურად, მთელი მეორე ნახევრის გამოტოვება მოუწია და კლუბს მნიშვნელოვან პერიოდში ვერ დაეხმარა. ბეშიქთაშის ინტერესებს transfermarkt-იც ადასტურებს, თუმცა არც რობენს და არც მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობას აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ,

Fanatik-ის ინფორმაციით ბეშიქთაშის ხელმძღვანელობა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, რადამელ ფალკაოსა და მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის შეძენასაც შეეცდება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..