» » FCB: ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

FCB: ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

16-05-2016, 01:32
0103
მან ბუნდესლიგის 33 თამაშიდან 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიპონთა ლიგაზე 12 თამაშიდან 9-ში, გერმანიის თასის 5 თამაშიდან 3-ში. იოშუა კიმიხმა თავის 1-ელ სეზონზე ბაიერნში ოფიციალური მატჩების 70% ითამაშა.
როდესაც კორესპონდენტმა ლეიპციგიდან გადმოსულ 21 წლის ფეხბურთელს ეს ციფრები გაუჟღერა, მან ჩაიღიმა: - „ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მე ამას წარმოვიდგენდი" უპასუხა იოშუა კიმიხმა.
ინტერვიუ იოშუა კიმიხთან:

fcbayern.de: უკვე გაანალიზებული გაქვს, რომ გერმანიის ჩემპიონი გახდი?
კიმიხი: „ძალიან გახარებული ვარ, ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ყოველი ბავშვის ოცნებაა, თავს მაღლა ასწიოს საჩემპიონო თასი და თავის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმოს გამარჯვება. ძალიან ვამაყობ ამით, იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი გზა გამოვიარე მანამდე: 3 წელი ახალგაზრდულ ჯგუფში ვთამაშობდი, 2 წელი კი ლეიპციგში გავატარე - ახლა კი გერმანიის ჩემპიონი ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდი"

fcbayern.de: სეზონი ხომ ჯერ არ დასრულებულა, ოქროს დუბლიც შეგიძლიათ გააკეთოთ.
კიმიხი: „რა თქმა უნდა, თასის აღება გვსურს, 2007 წელს სტადიონზე ვიმყოფებოდი, როდესაც „შტუტგარტი" „ნიურბერგის" წინააღმდეგ თამაშობდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მომიწევდა ფინალში თამაში.

fcbayern.de: „ბავარია" – „დორტმუნდის" წინააღმდეგ - საუკეთესო დასრულებაა სეზონის?
კიმიხი: „ყველა გერმანიის და უცხო ქვეყნის გულშემატკივრებისათვის ეს ნამდვილი ბრძოლაა. მე მხოლოდ შემიძლია ყველას ვურჩიო რომ აუცილებლად უყურონ ამ თამაშს"

fcbayern.de: ატლეტიკოსთან მარცხი რამდენად ძლიერად გდევნით?
კიმიხი: „თუ მუდმივად ამაზე ვიფიქრებ, მაშინ ძალიან მაბრაზებს ეს ფაქტი. საუკეთესო შანსი გვქონდა ჩემპოიონთა ლიგის ფინალში გავსულიყავით. ჩვენ „ატლეტიკოზე" გაცილებით უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ანგარიში 2:2 გამოვიდა ჩვენს საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა ეს გულს გვიტეხს"

fcbayern.de: მოდი ახლა შენზე ვილაპარაკოთ. გამართლებულ ნაბიჯად თვლი შენს გადასვლას „ბაიერნში"?
კიმიხი: „ნამდვილად! ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, ითამაშო ასეთ შესანიშნავ კლუბში!. ფასდაუდებელია რა გამცდილებაც მივიღე აქ პირველ სეზონზევე. სხვა კლუბები 10 წელიწადში ერთხელ ხვდებიან ფინალში ან იბრძვიან ჩემპიონობისათვის. აქ კი ეს ყოველ წელიწადს ხდება. თითოეული ფეხბურთელი ყოველდღიურად მაქსიმუმს იღებს, რომ შემადგენლობაში მოხვდეს. „ბავარია" იდეალური კლუბია ჩემთვის.

fcbayern.de: თუმცა გარკვეული რისკი იყო, როდესაც გასულ ზაფხულს გადმოდიოდი ბაიერნში?
კიმიხი: „კი, ნამდვილად, სეზონის დაწყებამდე, ბევრი მეკითხებოდა: „რატომ გადადიხარ ბაიერნში, ეს ხომ შენთვის მეტად დიდი ნაბიჯია?" ახლა კი იგივე ადამიანები მეუბნებიან რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

fcbayern.de:
შენს პირველ სეზონზე ბავარიაში რა კომპონენტებში მიაღწიე უფრო დიდ პროგრესს?
კიმიხი: „პოზიციურ თამაშში. ბურთით ვარჯიშები აქ წარმოუდგენლად რთულია. ხაბი, ფილიპი და ტიაგო კარგად უმკლავდებიან ამას. მათ ყოველთვის იციან თუ სად იმყოფება მათი პარტნიორი. ასევე, არ მინდა აღნიშვნის გარეშე დავტოვო ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოცდილების მიღება. სულ სხვა მხრიდან შევხედე თამაშს და ჩემი უნარები გავიუმჯობესე"

fcbayern.de: როგორც ვხდები, საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია შენს საყვარელ პოზიციად რჩება?
კიმიხი: „რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ვთამაშობდი მთელი ჩემი კარიერა. ისე, ღირს აღვნიშნო, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაც მომეწონა, ეს დიდი გამოცდილებაა ჩემთვის და ყველა გუნდში ამ გამოცდილებას ვერ მივიღებდი. ცენტრალურ მცველის პოზიციაზე იმან შემიწყო ხელი, რომ თამაშის დროის 70% -ს ბურთს ჩვენ ვფლობდით. „ატლეტიკოსთან" თამაში კი ადვილი არ იყო ჩემთვის.

fcbayern.de: ევროპის ჩემპიონატი თუ ოლიმპიური თამაშები? რომელი უფრო სასურველია შენთვის?
კიმიხი: „ნებისმიერ შემთხვევაში ეს რთული არჩევანი და რთული საკითხია. ევროპის ჩემპიონატი - ეს დიდი მოვლენაა. უარის თქმას ვერ შევძლებდი რომ გამოვეძახე ნაკრებში, მაგრამ დიდად არ ველი ამ მოწვევას, რადგან აქამდე არასდროს არ ვყოფილვარ გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში.
ოლიმპიადა უფრო მეტად მიზიდავს და მეტად ვფიქრობ მასზე. ასეთი შანსი შესაძლოა მხოლოდ ერთხელ გეძლევა ცხოვრებაში. ოლიმპიადის ატმოსფერო დაუჯერებლად მიმზიდველია, უფრო მეტიც, ეს რიოა!! ნებისმიერ შემთხვევაში ზაფხული მაგარი გამოვა!"
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..