» » ლევანდოვსკი და ნოიერი ჩემპიონთა ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

ლევანდოვსკი და ნოიერი ჩემპიონთა ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

31-05-2016, 16:02
0146
მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი და თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ბავარიელთა გოლკიპერმა რომელმაც გასული ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ 9 გოლი გაუშვა, ამასგარდა უეფა მიიჩნევს რომ ნოიერმა სეზონის საუკეთესო სეივიც შეასრულა, არსენალთან გასვლითი მატჩის დროს, როდესაც ერთ-ერთ მომენტში ტეო უოლკოტის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული თავური სასწაულებრივად მოიგერია.

ხოლო პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მონაგარი გასულ ჩემპიონთა ლიგის სეზონში შემდეგია: 12 მატჩი, 9 გოლი. იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ტურნირის საუკეთესო მეგოლეს კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა რომელმაც 12 გოლის გატანა მოახერხა. პოლონელი ფორვარდის თამაში, ასევე გამოსარჩევი იყო ზაგრების დინამოს წინააღმდეგ მიუნხენში გამართულ მატჩში სადაც მან 3 გოლის გატანა მოახერხა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის წლის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: იან ობლაკი და მანუელ ნოიერი
მცველები: დიეგო გოდინი, ხუანფრანი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი და მარსელო
ნახევარმცველები: გაბი, კოკე, ანდრეს ინიესტა, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი
თავდამსხმელები: ანტუან გრინზმანი, ლუის სუარესი, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..