» » Kicker: არიენ რობენი ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს

Kicker: არიენ რობენი ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს

14-06-2016, 13:51 TOTALMAN სიახლეები 0

Kicker: არიენ რობენი ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ-პორტალი Kicker-ი მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელი შემტევი გარემარბის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. წყაროს ინფორმაციით არიენ რობენი ამ მომენტისთვის რეკორდმაისტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს და მიზნად რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებას ისახავს.

32-წლის შემტევი გარემარბი მიუნხენური კლუბის რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. ბავარიული გრანდის მესვეურებმა არიენ რობენის სანაცვლოდ მადრიდის რეალს 24 € მილიონი ევრო გადაუხადეს. ალიანს არენაზე გადმოსვლის შემდეგ ჰოლანდიელი, ფრანკ რიბერისთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში არიენ რობენი ტრავმებმა გააწამეს. ფეხბურთელს გასულ სეზონშიც რთული ტრავმა ჰქონდა რის გამოც გუნდის დახმარება სეზონის მნიშვნელოვან ფაზაში ვერ შეძლო. 32-წლის ნახევარმცველი ახლაც ტრავმირებულია და რეაბილიტაციის პროცესს გადის ლაზარეთში.

"ამჟამად მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ ვფიქრობ", - ასე გამოეხმაურა არიენ რობენი Kicker-ის ჟურნალისტის კითხვას სამომავლო გეგმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ გარემარბს მოქმედი კონტრაქტი მიუნხენელებთან 2017 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 € მილიონ ევროს შეადგენს. ბოლო დროს არაერთი თურქული გამოცემა იტყობინება ბეშიქთაშის ინტერესების შესახებ.

როგორც ჩანს, თურქული კლუბი მზადაა არიენ რობენი შეიძინოს, თუმცა მიუნხენის ოფიციალური პოზიცია უცნობია და არც თავად ფეხბურთელი ამბობს რამეს. transfermarkt-ის ინფორმაციით 32-წლის ჰოლანდიელის ბეშიქთაშში ტრანსფერის ალბათობა, ამ მომენტისთვის, 4%-ს შეადგენს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..