» » L'Equipe: ბაიერნი კომანის სანაცვლოდ € 21 მილიონს იხდის

L'Equipe: ბაიერნი კომანის სანაცვლოდ € 21 მილიონს იხდის

16-08-2016, 12:51
087
ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა მზად არის ახალგაზრდა ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, კინგსლი კომანის, სატრანსფერო უფლებები გამოისყიდოს. წყაროს ინფორმაციის რეკორდმაისტერი იუვენტუსს € 21 მილიონს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, რომ 20 წლის ტალანტი რეკორდმაისტერში სწორედ ტურინის იუვენტუსიდან გადმოვიდა იჯარის წესით. 2015/16 წლების სეზონშივე კინგსლი კომანმა თავი დადებითად წარმოაჩინა და ჩემპიონთა ლიგაზე მის ყოფილ კლუბს ბებერ სენიორას გადამწყვეტი გოლიც კი გაუტანა.

"აღნიშნული ტრანსფერი გარდაუვალია. კინგსლი კომანის ასპარეზობით მოსალოდნელზე გაცილებით მეტად კმაყოფილები ვართ", - კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს ციტირებს L'Equipe.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფრანგუ ფეხბურთელი 2017 წლის ივნისის ბოლომდეა განათხოვრებული რეკორდმაისტერში. როგორც ირკვევა მიუნხენური კლუბის მესვეურები კომანის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ და ფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდებიან. transfermarkt-ის ინფორმაციით ფრანგი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 20 მილიონ ევროს შეადგენს.

L'Equipe-ს ცნობით მიუნხენში მზად არიან ტურინის იუვენტუსს აღნიშნული ტრანსფერის სანაცვლოდ € 21 მილიონი ევრო გადაუხადონ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..