» » FCB: 7 ფაქტი, იენაში გამარჯვებაზე

FCB: 7 ფაქტი, იენაში გამარჯვებაზე

20-აგვ-2016, 15:53
0401
"ბავარიამ" სეზონი დიდი ანგარიშიანი გამარჯვებით დაიწყო. გერმანიის თასის პირველ ტურში რეკორდმაისტერმა „კარლ ცეისი" ანგარიშით 5-0 დაამარცხა. fcbayern.com საინტერესო ფაქტებს წარმოგვიდგენს აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით:

1) 5:0 იენაში „ბავარიისთვის" 24-ე მატჩი გამოდგა გერმანიის თასის გათამაშებაში, სადაც გუნდი უკვე 24 მატჩია არ დამარცხებულა. ეს ახალი რეკორდია.

2) რობერტ ლევანდოვსკიმ „ბავარიის" მაისურით ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა გერმანიის თასზე 2005 წლიდან მოყოლებული. მაშინ ასევე მე-3 წუთზე მიხეილ ბალაკმა გამოიჩინა თავი (ნახევარფინალი ბილფელდში).

3) ორმაგი დებიუტი მატს ჰუმელსისთვის. ბაიერნის მცველი 51-ე წუთზე შემოვიდა მინდორზე, პირველი მატჩი იზეიმა „ბავარიის" მაისურით გერმანიის თასის გათამაშებაში და 26 წუთის შემდეგ (77წ,) ჰუმელსმა თავისი პირველი გოლი შეაგდო რეკორდმაისტერის სასარგებლოდ.

4) ფილიპ ლამმა გერმანიის თასზე 55-ე მატჩი ჩაატარა, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია სხვა დანარჩენ მოქმედ ფეხბურთელებთან შედარებით. „ბავარიასთან" ერთად ფილიპ ლამი ამ ტურნირზე 51-ედ გამოვიდა. მარადიულ რეიტინგებში ლამმა ამ მაჩვენებლებით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

5) იუბილე! არტურო ვიდალმა "ბაიერნის" მაისურში 50-ე მატჩი ჩაატარა და თავისი მე-9 გოლი გაიტანა.

6) უკვე ზედიზედ მე-6 სეზონია „ბავარიას" გერმანიის პირველ ტურში 3-ზე ნაკლები გოლი არ გაუტანია.

7) იენაში 2-მა „ბავარიელმა"გერმანიის თასის ტურნირზე თავისი დებიუტი იზეიმეს! ჯულიან გრინმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა 66-ე წუთზე და ფაბიან ბენკომ 77-ე წუთზე შემოსვლიდან.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..