» » ბაიერნი 6 - 0 ვერდერი (მატჩის შემდგომი კომენტარები)

ბაიერნი 6 - 0 ვერდერი (მატჩის შემდგომი კომენტარები)

27-აგვ-2016, 04:19
0457
„ბავარიამ" იდეალურად დაიწყო ბუნდესლიგის ახალი სეზონი. „90 წუთის განმავლობაში ჩვენ კარგად ვთამაშობდით", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ, „ვერდერთან" მოგების შემდგომ, რომელიც ანგარიშით 6-0 დასრულდა. „როდესაც ჩვენ ბურთით ვართ, კარგად ჩანს ფეხბურთელები თუ რა სიამოვნებას იღებენ თამაშით. ჩვენ მთელი დროის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს" - აღნიშნა მატს ჰუმელსმა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

კარლო ანჩელოტი: „ეს კარგი დასაწყისი იყო. სწრაფი გოლი გავიტანეთ შემდეგ კი თამაშს ვაკონტროლებდით. 90 წუთის განმავლობაში გუნდი კარგად თამაშობდა. მე ბედნიერი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს გასაუმჯობესებელი ბევრი რამ. რობერტ ლევანდოვსკი - შესანიშნავი თავდამსხმელია. მთლიანობაში შეტევაში კარგად ვითამაშეთ, ბევრს ვკომბინირებდით და დიდი ძალებით გადავდიოდით შეტევაში".

ფილიპ ლამი: „დღეს ჩვენ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით, მაგრამ ჯერ ადრეა შეფასებები, ეს მხოლოდ პირველი ტურია. შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ".

მატს ჰუმელსი: „როდესაც ჩვენ ბურთით ვართ, კარგად ჩანს ფეხბურთელები თუ რა სიამოვნებას იღებენ თამაშით. პირველ ტაიმში მოკლე ეპიზოდის გარდა მობილიზებულნი ვიყავით და ინდივიდუალური კლასის ხარჯზე მინდორზე ვდომინირებდით. ჩვენ მთელი დროის განმავლობაში ვაკონტროლებდით თამაშს"

ვიქტორ სკრიპნიკი („ვერდერის" მწვრთნელი) „ვულოცავ „ბავარიას", დამსახურებულად მოიგეს. ვფიქრობდით სხვაგვარად წარიმართებოდა თამაში. გერმანიის თასის გათამაშებაში სამარცხვინო თამაშის შემდეგ გვსურდა სხვა რეაქცია გვეჩვენებინა. „ბავარიისთვის" ყველაფერი მეტად მარტივი იყო. ჩვენ ძალზედ გულუბრყვილოები ვიყავით. ყველამ დაინახა „ბავარიის" კლასი და „ვერდერის" სუსტი თამაში.

კლემენს ფრიტცი („ვერდერის" კაპიტანი): „ფეხბურთის თამაშის გვეშინოდა თითქოს დღეს. არავის არ უნდოდა ბურთთან აღმოჩენილიყო, ორთაბრძოლებში ცუდად ვმოქმედებდით და „ბავარიელები" ჩვენს საჯარიმოში ბურთს როგორც სურდათ ისე განკარგავდნენ. ასე თამაში არ შეიძლება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..