» » ობამეიანგი ლევანდოვსკის რბოლა დაიწყო

ობამეიანგი ლევანდოვსკის რბოლა დაიწყო

28-08-2016, 01:29
0107
დორტმუნდის ბორუსიას მთავარმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკის თავისი ოფიციალური Twitter-ით მიმართა, როგორც აღმოჩნდა აფრიკელმა ფეხბურთელმა თვალი მიადევნა ბაიერნისა და ვერდერის თამაშს სადაც რობერტმა 3 გოლის გატანა მოახერხა.

ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონი ბავარიულმა გრანდმა ჩინებულად დაიწყო, მიუნხენელებმა ბრემენელები გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს და მთავარი ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის, ახლა ყურადღება პოლონელი ფორვარდის ჰეთ-ტრიკზე უნდა გავამახვილთ რომელსაც დორტმუნდელთა მეჩვიდმეტე ნომრისგან ძალიან სახალისო და საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ რომ ბუნდესლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლაში სწორედ რობერტ ლევანდოვსკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი აქტიურობდნენ თუმცა საბოლოოდ პოლონელმა 30 გოლის გატანა მოახერხა და უკან ჩამოიტოვა მისი ყოფილი თანაგუნდელი.

27 აგვისტოს კი დორტმუნდელთა გოლეადორმა საკუთარ Twitter-ის გვერდიდან რობერტ ლევანდოვსკის მიმართა სადაც ბავარიელთა ცხრიანს საჯაროდ ამცნო რომ ბომბარდირთა დავაში რბოლამ სტარტი აიღო.

ობამეიანგის ამ განცხადებას კი ძალიან მალე უპასუხა ბაიერნის ოფიციალურმა გვერდმა რომელმაც ასევე საკმაოდ თამამად განაცხადა საბომბარდირო რბოლის შესახებ.

ობამეიანგის განცხადება არც ადრესატისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, რობერტ ლევანდოვსკიმ აფრიკელი ფეხბურთელის განცხადებას უპასუხა სადაც პოლონელმა საჩემპიონო რბოლის ამჟამინდელი ანგარიში აცნობა დორტმუნდელთა შემტევს: "@lewy_official vs Aubameyang7 3:2 :)"

როგორც ჩანს აღნიშნული განცხადებები მხოლოდ სახალისო პოსტებად არ დარჩებიან რადგან უკვე პირველივე ტურიდან ჩანს რომ ეს ორი ფეხბურთელი მართლაც იბრძოლებს საუკეთესო გოლედორის წოდებისთვის შეგახსენებთ რომ თუ რობერტმა ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონი ჰეთ-ტრიკით გახსნა ობამეიანგმა ეს დუბლით შეძლო.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..