» » რენატუ სანჩესი სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებს

რენატუ სანჩესი სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებს

29-08-2016, 23:48
073
როგორც ცნობილი ხდება რენატუ სანჩესი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. 19-წლის ნახევარმცველი კვლავ ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, რის გამოც, სანჩესი მიუნხენის ბაიერნის ფორმით მინდორზე ამ დრომდე ვერ ვიხილეთ. პორტუგალიელი ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

რენატუ სანჩესს მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწია და საკუთარ ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრა, რომელთან ერთადაც ამ ზაფხულის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ბაიერნისა და პორტუგალიის ნაკრების ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ რენატუსთვის მიუნხენში დარჩენა უმჯობესი იქნებოდა.

"რენატუ კვლავინდებურად გრძნობს მიღებული ტრავმის მძიმე შედეგებს და სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს პორტუგალიის ნაკრების დახმარებას", - განაცხადა რეკორდმაისტერის ექიმმა ფოლკერ ბრაუნმა.

"მინდა მადლობა ვუთხრა პორტუგალიის საფეხბურთო კავშირს კარგი თანამშრომლობისთვის და გაგებისთვის. პირველ რიგში მადლობა პრეზიდენტ ფერნანდო გომესს", - განაცხადა ბავარიელთა თვითმმართველობის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..