» » მანუელ ნოიერი ბუნდესნაკრების ახალი კაპიტანია

მანუელ ნოიერი ბუნდესნაკრების ახალი კაპიტანია

2-09-2016, 12:31
087
მიუნხენის ბაიერნის 30 წლის კიპერი მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების კაპიტანი იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც ვიცით რამდენიმე დღის წინ ბუნდესთიმის მიერ ფინეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგური მატჩის დროს ეროვნული გუნდიდან ლეგენდარული ბასტიან შვაინშტაიგერი გააცილეს რომელიც ნაკრების კაპიტანი იყო, მისი წასვლის შემდეგ კი დღის წესრიგში ახალი კაპიტნის საკითხიც დადგა.

პირველ სექტემბერს კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გერმანიის ნაკრებში კაპიტნის სამკლაურს ბაიერნის მეკარე მოირგებს, მანუს ოფიციალური დებიუტი აღნიშნულ პროფილში კი კვირას, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან შედგება.

„ეროვნული გუნდის კაპიტნად სწორედ ასეთი მოთამაშე იყო საჭირო, პირადად ჩემთვის მანუელ ნოიერი ბასტიან შვაინშტაიგერის ლოგიკური შემცვლელია კაპიტნის როლში, მანუ ყოველთვის ავლენდა რომ ძალიან სურდა კაპიტნის სამკლაურის მორგება, ის ყოველთვის გუნდთან ერთადაა და დიდებულად იცის მისი როლი ნაკრებში“-აცხადებს იოჰამ ლიოვი

შეგახსენებთ რომ მანუელ ნოიერის ანგარიშზე უკვე 71 სანაკრებო მატჩია რაც ოლივერ კანის მაჩვენებლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

„ჩემთვის ეს დიდებული მოვლენაა“-თქვა ახალმა კაპიტანმა

„ეს ყველაფერი სიამაყის საფუძველს მაძლევს და ძალიან მიხარია რომ ეროვნულ გუნდში ასეთი ნდობა გამომიცხადეს“

შეგახსენებთ რომ 2014 წელს მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო, ბავარიელთა კიპერი კი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..