» » ფეხბურთის წესები: რა სიახლეა 2016/17 სეზონზე

ფეხბურთის წესები: რა სიახლეა 2016/17 სეზონზე

9-09-2016, 01:16
0249
ჯერ კიდევ გაზაფხულზე ფეხბურთის ასოციაციაციის საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ფეხბურთის წესების სახელმძღვანელოში ზოგიერთი შესწორება შეიტანა. 95 ჩასწორებიდან უმეტესობა ენობრივი შეუსაბამობების აღმოფხვრაზეა. თუმცა, არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც. რა შეიცვალა ფეხბურთში ამ ზაფხულს?

გაუქმდა „სამმაგი" დასჯა, საჯარიმოში წესების დარღვევის გამო
ახლა საჯარიმოში წესის დარღვევა, რომელიც მეტოქეს აშკარა გოლის გატანის შესაძლებლობას ართმევს, მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისჯება (პენალტის გარდა), ეს იმ შემთხვევებს შეეხება, როდესაც მცველი საჯარიმოში ბურთზე თამაშს ცდილობდა ან მეტოქეს ბრძოლით უტევდა. ხელით განზრახ თამაში ან მეტოქის აშკარა დაყოვნება, ასევე სხვა უხეში დარღვევები კვლავ წითელი ბარათითა და შემდგომი დისკვალიფიკაციებით დაისჯება.

შეარბილეს ცენტრიდან გათამაშების წესი
მიმდინარე სეზონიდან საწყისი „პასი" შესაძლებელი იქნება გადაიგზავნოს ნებისმიერი მიმართულებით - წინა წესების თანახმად მხოლოდ წინ უნდა ყოფილიყო ბურთი გადაგზავნილი.

გადაიხედა დასჯის წესები მინდვრის ფარგლებს გარეთ დარღვევებზე
თამაშის შეჩერების შემდგომ, მინდვრის ფარგლებს გარეთ თამაშის წესების უხეში დარღვევა ამ სეზონზე საჯარიმო დარტყმით ისჯება უახლოესი წერტილის, წინა ან გვერდითი ხაზიდან. ამ დრომდე მსგავს სიტუაციებში სადავო ბურთი ინიშნებოდა.

ნება დართეს ექიმებს მინდორზე პირველადი დახმარების გაწევის
ახალი წესებით, თუ ფეხბურთელი წესების დარღვევის შედეგად (წესების დარღვევა ბარათის ჩვენებით) იღებს ტრავმას, ამ შემთხვევაში ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ დახმარება გაუწიონ ფეხბურთელს მინდორზევე. ამ დრომდე მინდვრის დატოვება აუცილებლობას წარმოადგენდა.

უნებართვოდ გამოჩენა მოედანზე დასჯადი გახდა
იმ შემთხვევაში თუ სათადარიგო ფეხბურთელი, გუნდის ოფიციალური სახე ან ფეხბურთელი, რომელმაც დატოვა მოედანი და კვლავ მოედანზე გამოდის ან ხელს უშლის თამაშის მიმდინარეობას, ინიშნება საჯარიმო დარტყმა ან პენალტი.
თუ „ვიღაც" ან „რაღაც" შეეხება კარისკენ მიმართულ ბურთს და ბურთი კარში აღმოჩნდება, მაშინ გოლი შესაძლოა ჩაითვალოს. ამ დრომდე მსგავს სიტუაციებში ინიშნებოდა სადავო ბურთი.

გადაწყვიტეს გაძევება „დამნაშავის სასარგებლოდ"
ჩვეული გახდა სიტუაცია, როდესაც ფეხბურთელი წესებს არღვევს მინდვრის შუაგულში, მაგრამ ბურთი დაზარალებულ მხარეს რჩება და არბიტრი არ აჩერებს თამაშს. ახალი წესებით, იმ შემთხვევაში თუ წესების დამრღვევი თავისი მოქმედების შედეგად წითელ ბარათს მიიღებს, მაშინ ის იმ ეპიზოდს უნდა გამოეთიშოს და თამაშში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრი ვალდებულია შეაჩეროს თავდასხმა და გააძევოს ფეხბურთელი.

მომზადებულია ვიდეო გამეორებების სივრცე
არბიტრთა კორპუსის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლუტცი ფრიოლიხი: „თავიდან ჩვენ ბუნდესლიგის არბიტრებს მოვამზადებთ ვიდეო ასისტენტების როლისთვის. ისინი სტუდიაში დასხდებიან 3-3-ად და ხელმუტ კრუგის ხელმძღვანელობით დაათვალიერებენ თითოეულ თამაშს. ასევე, აღნიშვნებს გააკეთებენ, თუ როდის და რატომ უნდა ჩაერიონ. საკმარისი რაოდენობის მონაცემების შეგროვების შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება, შესაძლებელია თუ არა ტესტირების მე-2 ეტაპზე ვიდეო-ასისტენტების ჩართვა თამაშში, თუ კიდევ საჭიროებს დამატებით ტესტირებას".

გაახანგრძლივეს დამატებითი დრო
კლუბის ხელმძღვანელების საზაფხულო შეხვედრაზე, სპორტსმენებმა და კლუბის სხვა მოქმედმა პირებმა მოითხოვეს მეტი ყურადღება დათმობოდა დამატებით დროს: „ფეხბურთელებისა და მწვრთნელების აზრით, არბიტრებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ იმ მომენტებს, როდესაც დამატებით დროში ფეხბურთელები მინდვრიდან გასვლას აჭიანურებენ, ან ტრავმის სიმულაციას მიმართავენ. ასეთ შემთხვევებში დამატებითი დრო უნდა გაგრძელდეს".
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..