» » მომავალი მეტოქე: როსტოვი

მომავალი მეტოქე: როსტოვი

12-09-2016, 15:34 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: როსტოვი
ხვალ 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონი აიღებს სტარტს, წლევანდელ გათამაშებას რამოდენიმე დებიუტანტი გუნდი ეყოლება რომელთაგან ერთ-ერთი ხვალ მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც რომ აღნიშნულ ტურნირზე წელს 4 გერმანული კლუბი იასპარეზებს: მენხენგლადბახის ბორუსია (C ჯგუფში ბარსელონასთან, მანჩესტერ სიტისთან და სელტიკთან ერთად), ლევერკუზენი (E ჯგუფში ცსკა-სთან, ტოტენჰემთან და მონაკოსთან ერთად), მიუნხენის ბაიერნი (D ჯგუფში ატლეტიკოსთან, პსვ-სთან და როსტოვთან ერთად) და დორტმუნდის ბორუსია (F ჯგუფში მადრიდის რეალთან, სპორტინგთან და ლეგიასთან ერთად).

ბავარიელთა მეტოქემ კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საკმაოდ რთული და გრძელი გზა განვლო, მათ ლიგაზე ასპარეზობა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს სადაც ანდერლეხტი ორი მატჩის ჯამში 2-4 ანგარიშით დაამარცხეს (2-2, 0-2). შესაბამისად როსტოვმა ეს ეტაპი დამაჯერებლად გაიარა და უკვე მომდევნო მეტოქეს ელოდა, რომელიც კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ამსტერდამის აიაქსი იქნებოდა. ბევრისთვის ეს უკანასკნელი ამ წყვილში უდავო ფავორიტი იყო, თუმცა ამ გუნდებს შორის საპასუხო დაპირისპირებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პირველი თამაში ჰოლანდიის დედაქალაქში ფრედ 1-1 მორჩა, ანგარიშიდან გამომდინარე ბევრი განმეორებით მატჩშიც უშეღავათო ბრძოლას ელოდა თუმცა რუსებმა ჰოლანდიელები დიდი ანგარიშით უპრობლემოდ დაამარცხეს 4:1.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

I მატჩი: როსტოვი-ანდერლეხტი 2-2
გოლები: 0-1 ჰანი, 1-1 იზატოლაში, 1-2 ტილემანსი, 2-2 ტოლოზი (პენ)

II მატჩი: ანდერლეხტი-როსტოვი 0-2
გოლები: 0-1 ნობოა, 0-2 აზმუნი

პლეი ოფი

I მატჩი: აიაქსი-როსტოვი 1-1
გოლები: 0-1 ნობოა, 1-1 კლაასენი (პენ)

II მატჩი: როსტოვი-აიაქსი 4-1
გოლები: 1-0 აზმუნი, 2-0 ეროხინი, 3-0 ნობოა, 4-0 პოლოზი, 4-1 კლაასენი (პენ)

სწორედ ამ გზის გავლის შემდეგ მოხვდა როსტოვი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საიდან გასვლისთვისაც ამ კლუბმა მიუნხენის ბაიერნის, მადრიდის ატლეტიკოს და პსვ-ს წინააღმდეგ ქულათა სასურველი რაოდენობის მოგროვება უნდა შეძლოს.

რუსეთის პრემიერლიგაში როსტოვი მეექვსე ადგილს 10 ქულით იკავებს, 6 ჩატარებული მატჩიდან მათ 3 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს, ბურთების შეფარდება 9:6-ზე, უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ამ გუნდმა მხოლოდ 2 მოიგო.

ბაიერნთან დაპირისპირება რუსული კლუბს მცირე დანაკლისით მოუწევს როსტოველთა ვეტერანი ცენტრალური მცველი სეზარ ნავასი ტრამვირებულია ხოლო ფედორ კუდრიაშოვი კი დისკვალიფიცირებული.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.