» » Bild: ფილიპ ლამი ევროპული სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია

Bild: ფილიპ ლამი ევროპული სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია

15-09-2016, 16:11
0120
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიერ შემოთავაზებული იდეის, შეიქმნას ევროპის სუპერლიგა, წინააღმდეგია. გერმანელი ფეხბურთელის თქმით ამგვარი ტურნირი მის ფეხბურთზე წარმოდგენას არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის შექმნის ინიციატივით მიუნხენის ბაიერნის თვითმმართველობის დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, და ტურინის იუვენტუსის პრეზიდენტი ანდრეა ანელი გამოვიდნენ ფინანსური ფეირ-პლეის პრეს-კონფერენციაზე და განაცხადეს, რომ ევროპულ სუპერლიგას ჩემპიონთა ლიგა უნდა ჩაენაცვლებინა.

"ახალი ტურნირი შეიძლება უეფას ეგიდით გაიმართოს და გახდეს დამოუკიდებელი. 20 კლუბი ესპანეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან შეძლებდნენ შეექმნათ ძლიერი ტურნირი. სამომავლოდ შეიძლება გაიმართოს რამდენიმე მატჩი აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა რუმენიგემ.

"ეს ნორმალური არ იქნება, თუ კი რამდენიმე გრანდი ერთ ლიგაში იბრძოლებენ ერთი ტიტულისთვის, ხოლო ყველა დანარჩენი რაიმე სხვა ტიტულისთვის. აღნიშნული ტურნირი ფეხბურთზე ჩემს წარმოდგენას არ შეესაბამება. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე 2 მატჩიანი დაპირისპირება მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის საინტერესოა, ვიდრე დაგეგმილი შეხვედრები", - ფილიპ ლამის სიტყვებს ციტირებს Bild-ი.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..