» » კარლო ანჩელოტი: იმედი მაქვს რომ ბაიერნში დიდი ხანი ვიმუშავებ

კარლო ანჩელოტი: იმედი მაქვს რომ ბაიერნში დიდი ხანი ვიმუშავებ

20-09-2016, 16:34
0133
მიუნხენის ბაიერნის ახლად დანიშნული იტალიელი მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს რომ ბავარიული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

როგორც ჩანს კარლო ანჩელოტიმ ძალიან მარტივად გაიარა ადაპტაცია მიუნხენში და სურს რომ ‘წითლები’ 2019 წლის შემდეგაც გაწვრთნას.

57 წლის სპეციალისტმა პეპ გვარდიოლა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე ჩაანაცვლა და საკმაოდ წარმატებითაც. მისი მეთაურობით ბაიერნის მიერ აღებული სტარტი მართლაც რომ შთამბეჭდავია: 6 ჩატარებული მატჩი და 6 მოგება...

შეგახსენებთ იმასაც რომ კარლო ანჩელოტის ბაიერნთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს თუმცა TZ-სთან მიცემული ინტერვიუს დროს კარლომ მიუნხენული კლუბის უფრო დიდი ხნით გაწვრთნის შესახებ გამოთქვა სურვილი.

„კარგი იქნება თუ ბაიერნში 2 წელიწადზე უფრო დიდი ხნით დავრჩები, მსოფლიოში ძალიან ცოტა კლუბია სადაც ოჯახური გარემო სუფევს, მიუნხენის ბაიერნი კი სწორედ ასეთია"

იტალიელმა უკვე დაიწყო გერმანულ ენაზე საუბარი ინტერვიუებსა და პრესკონფერენციებზე თუმცა კარლომ აქვე დაამატა ისიც რომ მისთვის ახალი ენის შესწავლა სულაც არ იყო მარტივი.

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტიმ უკვე ყველა ტურნირზე ითამაშა და დიდებული შედეგებიც აჩვენა, გერმანიის თასზე იენის კარლ-ცაისთან 5 ბურთიანი უპირატესობით გამარჯვებას ბუნდესლიგის პირველ ტურში ბრემენის ვერდერის განადგურება მოჰყვა ანგარიშით 6:0, ამის შემდეგ კი გუნდმა შალკესთან, როსტოვთან (უეფას ჩემპიონთა ლიგაზე) და ინგოლშტადტთან გამარჯვებები იზეიმა.

მომდევნო მატჩს ბაიერნი ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე ბერლინის ჰერტას წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..