» » Marca: რეალის სკაუტები ტიმოტი ტილემანს აკვირდებიან

Marca: რეალის სკაუტები ტიმოტი ტილემანს აკვირდებიან

2-10-2016, 13:13 TOTALMAN ტრანსფერები / ბაიერნი II 0

Marca: რეალის სკაუტები ტიმოტი ტილემანს აკვირდებიან
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის რეალის სკაუტები მიუნხენის ბაიერნის 17-წლის ნიჭიერ ნახევარმცველს, ტიმოტი ტილემანს, აკვირდებიან.

ტილემანი სულ პატარა ასაკიდან გროიტერ ფიურტის აკადემიაში დადიოდა, თუმცა 2015 წლის ზაფხულში მიუნხენის ბაიერნმა 17-წლის გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ფიურტს € 500 000 ევრო გადაუხადა და ტილემანის სატრანსფერო უფლებები შეიძინა.

ცნობისთვის ტილემანი 1999 წელს ქალაქ ნიურნბერგში დაიბადა. როგორც უკვე მოგახსენეთ, თამაშობს ცენტრალურ ნახევარმცველად, თუმცა შეუძლია მარცხენა შემტევი გარემარბის პოზიციაზეც თამაში. აღსანიშნავია, რომ 17 წლის ახალგაზრდა გერმანიის ეროვნული ნაკრების U15, U16 და U17 გუნდების ღირსებასაც იცავდა.

ამ მომენტისთვის, ტილემანი მიუნხენის ბაიერნის U19 გუნდის ღირსებას იცავს. ამ ასაკობრივი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რასაც ნახევარმცველის სტატისტიკაც ადასტურებს. მიმდინარე სეზონში ტილემანმა ახალგაზრდულ ბუნდესლიგასა და UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში ჯამში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 612 წუთი დაჰყო მოედანზე.

17-წლის გერმანელი ნახევარმცველი აშკარად პროგრესირებს და არაერთი საფეხბურთო ექსპერტი დიდებულ კარიერას უწინასწარმეტყველებს. როგორც ჩანს, ბაიერნის ნიჭიერი ფეხბურთელი არც სამეფო კლუბის წარმომადგენლებს გამოჰპარვიათ და სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში რეკორდმაისტერს ტილემანის ტრანსფერზე შეთავაზებაც გაუკეთონ.

ტიმოტი ტილემანს მოქმედი კონტრაქტი ბავარიულ გრანდთან 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.