» » BILD-Zeitung: ჟერომ ბოატენგის ინტერვიუ

BILD-Zeitung: ჟერომ ბოატენგის ინტერვიუ

8-ოქტ-2016, 02:17
0426
რეკორდმაისტერისა და ბუნდესნაკრების ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა BILD-Zeitung-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თანაგუნდელი მარიო გიოცე დაიცვა, ბავარიის ბოლო 2 მატჩზე ისაუბრა და ნაციონალური გუნდის კაპიტნის სამკლავურის თემასაც შეეხო:

ბოატენგი იენს ლემანის კრიტიკაზე, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშზე, ნორვეგია - გერმანია, მარიო გიოცე გააკრიტიკა („ის ყოველთვის ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მინდორზე არაფერს არ აკეთებს):
...„როდესაც ფეხბურთელს აკრიტიკებ, პასუხისმგებელიც უნდა იყო. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შენც ყოფილი ფეხბურთელი ხარ. მარიოს ის თამაში ცუდად არ ჩაუტარებია. არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლემანი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი თამაშით და შეცდომები არასდროს არ დაუშვია. კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ ობიექტურობაც უნდა შევინარჩუნოთ.

ბოატენგი ჩეხეთზე: „სუსტი გუნდის წინაშე არ ვთამაშობთ. მეტსაც გეტყვით, ფურცელზე ჩეხეთი ჯგუფში ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეა და ეს თამაში მხოლოდ ერთკარა არ იქნება. გვსურს, რომ დამაჯერებელი თამაში ჩავატაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ საგოლე მომენტები. მნიშვნელოვანია ბურთი არ გავუშვათ ჩვენს კარში.

გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლავურზე.. „ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, კარგად მესმის, რომ მეც შემეძლო მისი მიღება და ამისთვის მზადაც ვიყავი. მაგრამ მე არასდროს არ მითქვამს, რომ მე უნდა გავმხდარიყავი კაპიტანი. მანუელ ნოიერი სუპერ კაპიტნობას გაწევს და ჩემთვის კი მოედანზე არაფერი არ შეიცვლება, შედეგის მისაღწევად და განსახორციელებლად კაპიტნის სამკლავურს არ ვსაჭიროებ“

ბაიერნის მიერ ბოლოს ჩატარებულ სუსტ თამაშებზე .... „თამაში ვერ მოვიგეთ - ასეთი ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს, რეალს, ბარსელონას ან მანჩესტერ სიტის. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თამაშის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეგვიძლია, სეზონი ხომ მხოლოდ ახალი დაწყებულია. ახალი მწვრთნელი გვყავს, თამაშის ახალი ფილოსოფია. ყველაფერი ერთიანად არ ხდება, ჩვენ კიდევ გვჭირდება შეთამაშება“.

შთაბეჭდილებები კარლო ანჩელოტიზე... „ძალიან კარგი და პოზიტიური. ის ძალიან ბევრს ურთიერთობს ფეხბურთელებთან, გვიხსნის თუ რას მოელის ჩვენგან“

... თავის ახალ ვარცხნილობაზე: „უბრალოდ განწყობის ამბავი იყო. ჯერ-ჯერობით ყველას მოსწონს, ცუდი ჯერ არავისგან არ გამიგია“.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..