» » პრესის მიმოხილვა: გერმანია 3-0 ჩეხეთი

პრესის მიმოხილვა: გერმანია 3-0 ჩეხეთი

10-10-2016, 06:37
0120
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშები სტარტს აგრძელებს. ამჯერად გერმანია ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ჰამბურგში გაიმართა, სადაც გერმანიის გულშემატკივრებმა შესანიშნავი პერფორმანსი მოუწყვეს ნაციონალურ გუნდს. თამაში გერმანიის დამაჯერებელი გამარჯვებით 3-0 დამთავრდა.
გოლები მიულერმა (2) და ტონი კროოსმა მიითვალეს თავის ანგარიშზე.

პრესის მიმოხილვა: გერმანია 3-0 ჩეხეთი


თუ რას წერს აღნიშნულზე პრესა, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას:

Blesk (ჩეხეთი): ჩეხეთი სუსტი მოწინააღმდეგე გამოდგა. მანუელ ნოიერს წიგნის წაკითხვაც კი შეეძლო.

Dnes (ჩეხეთი): მსოფლიოს ჩემპიონი მეტად ძლიერია. ჩეხეთის ფეხბურთელებს უნდა გახარებოდათ თამაშის დასრულება. გერმანელი გულშემატკივრები ადვილ გამარჯვებას ზეიმობენ.

Sport (ჩეხეთი): მძიმე დარტყმაა ნაციონალური გუნდისთვის. ეს გერმანული ხარისხის გაკვეთილი იყო. მსოფლიოს ჩემპიონებმა სრულიად ახალ განზომილებას მიაღწიეს. წითელ ფორმიანებისთვის გაკვეთილი ჩატარდა ფეხბურთის უმაღლესი ხარისხის.

Gazzetta dello Sport (იტალია):გერმანიამ თითქოს კატოკით გადაუარა მოწინააღმდეგეს მიულერის დუბლითა და კროოსის გოლით. მსოფლიო ჩემპიონისთვის საკმარისი აღმოჩნდა 3 დღე მოსამზადებლად ჯგუფში ყველაზე მძიმე მეტოქის წინააღმდეგ.

Tuttosport (იტალია): მინდორზე მხოლოდ 1 გუნდი იმყოფებოდა და ეს გერმანია იყო.

Marca (ესპანეთი): გერმანიამ გამარჯვება მიულერისა და კროოსის რიტმში მოიპოვა, მინდორზე 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს. ჩეხეთი მხოლოდ თანამგზავრი აღმოჩნდა ამ მგზავრობაში.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..