» » Espnfc: ნაციონალური გუნდების როლი მსოფლიო ფეხბურთში

Espnfc: ნაციონალური გუნდების როლი მსოფლიო ფეხბურთში

17-10-2016, 17:07
0129
„ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ კლუბები ზარალდებიან. კარლ-ჰაინც რუმენიგემ ეს განცხადება ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბაიერნი-ფრანკფურტის მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც ფრედ დასრულდა.

ფრანკფურტთან პირველ ტაიმში რობერტ ლევანდოვსკის გარეშე მოუწია თამაში რეკორდმაისტერს, მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა ასევე, ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა. ორივე არასათანადო ფორმაში დაბრუნდა ეროვნული ნაკრების თამაშებიდან.

„ეს ის პრობლემაა, რომელსაც ყოველთვის ვაწყდებით ნაციონალური ნაკრების მხრიდან. ფეხბურთელები არასათანადო ფორმით ბრუნდებიან კლუბებში, ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა როლს თამაშობს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ფეხბურთში". ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

ფნანკფურტთან „ბავარიას" ასევე ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ ხავი მარტინესი, ხუან ბერნატი, ფრანკ რიბერი და დუგლას კოსტა, თუმცა რუმენიგე თვლის, რომ „ბაიერნის" ვარსკვლავური გუნდი ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად უნდა გამკლავებოდა „ფრანკფურტს".

„რა თქმა უნდა ტრავმირებულები 5 თუ 6 გვყავდა, მაგრამ ჩვენი გუნდი ღრმა და მაღალი ხარისხის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თავის გამართლება არ უნდა გვჭირდებოდეს."

ეს „ბაიერნის" ყველაზე ცუდი დასაწყისია 2014/15 სეზონის შემდეგ. უკვე გამოცხადებული ბუნდესლიგის ჩემპიონებმა ლევერკუზენთან, აუგსბურგთან და ფრაიბურგთან ქულები დაკარგეს და პენალტების სერიაში დორტმუნდის „ბორუსიასთან" გერმანიის თასის გათამაშებიდან გამოვარდნენ. მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონასთან" 3-0 დამარცხდნენ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..