» » გერმანიის თასზე ბავარიელთა მეტოქის ვინაობა ცნობილია

გერმანიის თასზე ბავარიელთა მეტოქის ვინაობა ცნობილია

27-ოქტ-2016, 20:14
0307
26 ოქტომბერს გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნმა ალიანს არენაზე აუგსბურგს უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით 3:1 დაამარცხა მეტოქე.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ბავარიელებმა პოკალის თასის 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა რომ ხსენებულ სტადიაზე ბაიერნს წინააღმდეგობას ვოლფსბურგი გაუწევს.

ვოლფსბურგელებმა გერმანიის თასზე ასპარეზობა მესამე ბუნდესლიგის ბინადარ ფრანკფურტთან დაპირისპირებით დაიწყეს და მინიმალური ანგარიშით 1:2 სძლიეს მათ.

მატჩში დაწინაურება ვოლფსბურგმა მეხუთე წუთზე შაფერის ავტოგოლის შემდეგ შეძლო, სხვაობა კი 16-ე წუთზე ბას დოსტმა გაზარდა. ერთადერთი რაც იმ თამაშში ფრანკფურტმა შეძლო 52-ე წუთზე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება გახლდათ.

1/16 ფინალში ვოლკსვაგენ არენის ბინადარ გუნდს დაპირისპირება ჰაიდენჰაიმთან მოუხდა, გასვლით მატჩში ვოლფსბურგმა გამარჯვებას ექს-ბავარიელი მარიო გომესის ერთადერთი გოლის წყალობით მიაღწია რომელიც 49-ე წუთზე გავიდა.

რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, მათ 1/8 ფინალურ ეტაპზე მოსახვედრათ იენის კარლ-ცეისს გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 სძლიეს, 1/6 ფინალში კი ბუნდესლიგის ბინადარ აუგსბურგს საკუთარ არენაზე ორბურთიანი უპირატესობით აჯობეს.

აღნიშნულ გუნდებს შორის ალიანს-არენაზე გამართული უკანასკნელი დაპირისპირება რომელშიც საოცარი ფაქტი დაფიქსირდა 2015 წლის 22 სექტემბერს შედგა, შეგახსენებთ რომ იმ მატჩში შეცვლაზე შემოსულმა რობერტ ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგელთა კარი 9 წუთიან მონაკვეთში 5-ჯერ აიღო (51-60).

გერმანიის თასზე მიუნხენის ბაიერნსა და ვოლფსბურგს შორის 1/8 ფინალური დაპირისპირება ალიანს არენაზე 2017 წლის 8 თებერვალს გაიმართება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..