» » საინტერესო ფაქტები აუგსბურგთან მატჩის შესახებ

საინტერესო ფაქტები აუგსბურგთან მატჩის შესახებ

29-10-2016, 14:31
0170
შაბათს მიუნხენის ბაიერნი აუგსბურგში ადგილობრივ გუნდს WWK არენაზე ეწვევა და ბავარიული დერბის ეგიდით მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

საინტერესოა რომ მატჩის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე მიუნხენული კლუბის ოფიცალურმა ვებ-გვერდმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გაავრცელა რომელიც აღნიშნულ დაპირიპისრებას ეხება.

1)როგორც ვიცით, გუნდებმა 26 ოქტომბერს დაპირისპირება პოკალის თასის ეგიდით გამართეს ახლა კი მორიგ მატჩს 3 დღის შემდეგ ჩაატარებენ. ასეთი ფაქტი გერმანული პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში სულ 3-ჯერ დაფიქსირდა:
* შალკე-ჰანოვერი (2003/2004 წლების სეზონი)
*ფრაირბურგი-ბოხუმი (2003/2004 წლების სეზონი)
*კიოლნი-ჰერტა ( 1997 წლის სეზონი)

2)ბაიერნმა აუგსბურგის წინააღმდეგ უკანასკნელი 10 ჩატარებული მატჩიდან 8 მოიგო.

3)რეკორდმაისტერს ბუნდესლიგის ეგიდით 18 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (14 მოგება და 4 ფრე).

4)ჩატარებული 13 გასვლითი მატჩიდან ბაიერნმა 10 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. (აღნიშნული შედეგი საუკეთესოა ბუნდესლიგის მასშტაბით)

5)მიუნხენელთა დაცვის ხაზი საუკეთესოა მიმდინარე სეზონში (4 გაშვებული გოლი). მანუელ ნოიერი კი არის მეკარე რომელიც ყველაზე ხშირად ინახავს კარს მშრალად (5).

6)აუგსბურგმა ბოლოს ჩატარებულ 8 მატჩში 11 გოლი მიიღო საკუთარ კარში რაც სეზონის ამ ეტაპზე მათთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

7)მიუნხენის ბაიერნმა კრისტიან დინგერტის მიერ განსჯილი 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო.
აღსანიშნავია რომ ბუნდესლიგის 2016/17 წლების გახსნითი მატჩი ბაიერნსა და ვერდერს შორის სწორედ 37 წლის რეფერიმ განსაჯა.

შეგახსენებთ რომ მატჩი WWK არენაზე თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს სტარტს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..