» » მიროსლავ კლოზემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მიროსლავ კლოზემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1-ნოე-2016, 20:26
0228
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მისი პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ მიგვითითებს.

ლეგენდარულმა შემტევმა პროფესიონალური კარიერა ჰომბურგთან ერთად დაიწყო, კარიერის შემდგომ პერიოდში კი მოირგო ისეთი გუნდების მაისური, როგორებიც არიან: კაიზერსლაუტერნი, ბრემენის ვერდერი, მიუნხენის ბაიერნი და რომის ლაციო. აღსანიშნავია, რომ კლოზემ უდიდეს წარმატებას ეროვნული ნაკრების რიგებშიც მიაღწია.

38 წლის ფეხბურთელი ბოლო 5 წლის განმავლობაში რომის ლაციოს ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 55 გოლის გატანა მოახერხა, მიუხედავად ამისა, გასულ ზაფხულს ის კლუბის გარეშე დარჩა, როგორც ჩანს სწორედ ხსენებულმა გარემოებამ განაპირობა პოლონური ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის გადაწყვეტილება.

ბავარიელთა რიგებში კლოზეს ტრანსფერი 2007 წლის პირველ ივლისს ბრემენის ვერდერიდან შედგა, ფეხბურთელის მიუნხენული კარიერა შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან ამ უკანასკნელმა რეკორდმაისტერთან ერთად შემდეგი ტიტულების მოგება შეძლო: ბუნდესლიგა (2-ჯერ), გერმანიის თასი (2-ჯერ), გარდა ამისა გახდა ბუნდესლიგის 2005/2006 წლების საუკეთესო ბომბარდირი.

მიროსლავ კლოზემ მიუნხენის ბაიერნის მაისური 94 ოფიციალურ მატჩში მოირგო, თავის გამოჩენა კი 22-ჯერ მოახერხა.

მირო კლოზეს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გახლდათ, იმის გარდა რომ ბრაზილიაში გამართული მუნდიალი გერმანელთა ტრიუმფით დასრულდა მან მოახერხა ბრაზილიელი რონალდოს რეკორდის დამხობა რომელსაც მუნდიალების ისტორიაში 15 გოლი ჰქონდა გატანილი, გერმანელმა ფეხბურთელმა კი 16-ე გოლის გატანა სწორედ ბრაზილიის ნაკრების კარში მოახერხა.

ამრიგად მიროსლავ კლოზე გახლავთ ფეხბურთელი რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (16).

თუმცა როგორც აღმოჩნდა მან ფეხბურთთან სრულად განშორება არ ისურვა, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც კლოზემ წარმატებით გაიარა სამწვრთნელო კურსები და პრაქტიკას ბუნდესთიმში იურგენ ლიოვისგან მიიღებს.

„ეროვნული ნაკრებს ჩემში უდიდესი ადგილი უჭირავს, იქ გატარებული დრო ჩემთვის დაუვიწყარია. სწორედ ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ბუნდესთიმში ჩემი მომავალი სამუშაოს გამო“

„იდეა ჩემი საფეხბურთო პოზიციის ცვლილების შესახებ რამდენიმე თვის წინ დამებადა, ჩემი აზრით დიდებულია როდესაც განიხილავ ტაქტიკებს, ემზადები მომავალი მატჩებისთვის და სხვა თვალით უყურებ თამაშის მსვლელობას“

„იოჰამ ლიოვისა და ჰანსი ფლიკის შემოთავაზების გამო მათი ძალიან მადლობელი ვარ“- აღნიშნულ ინტერვიუს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..