» » Sport Bild: მათეუსი ბაიერნს გნაბრისა და ბრანდტის ალტერნატივას სთავაზობს

Sport Bild: მათეუსი ბაიერნს გნაბრისა და ბრანდტის ალტერნატივას სთავაზობს

3-11-2016, 12:59
081
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა Sport Bild-თან ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს შემადგენლობის გაძლიერება შესთავაზა. საუბარი ეხებე სერჟ გნაბრისა და ლევერკუზენის ბაიერის ვინგერის იულიან ბრანდტის ტრანსფერს.

Sport Bild-თან საუბარში ლოთარ მათეუსი სერჟ გნაბრისა და იულიან ბრანდტს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელად მოიაზრებს. რეკორდმაისტერის ყოფილი ფეხბურთელი მიუნხენური კლუბის მესვეურებს ასევე ურჩევს, რომ აღნიშნული ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში რობერი კვლავ დატოვონ გუნდში.

"გნაბრსა და ბრანდტს შეუძლიათ რობენისა და რიბერის შეცვლა. გნაბრი ერთ-ორ წელში ნამდვილი რაკეტა გახდება, ხოლო ბრანდტი სტაბილურობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ეჭვიც არ მეპარება, რომ რობერის კონტრაქტები უნდა გაუხანგრძლივდეთ, თუმცა კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს რამდენი ხნით", - ლოთარ მათეუსის სიტყვებს ციტირებს Sport Bild.

შეგახსენებთ, რომ სერჟ გნაბრი ამჟამად ბრემენის ვერდერის ღირსებას იცავს, ხოლო იულიან ბრანდტი ლევერკუზენის ბაიერში ასპარეზობს. transfermarkt-ის ინფორმაციით ბრანდტის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €16 მილიონ ევროს შეადგენს. 20 წლის ფეხბურთელს ფარმაცევტებთან 2019 წლის ივნისის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

რაც შეეხება სერჟ გნაბრის, 21 წლის გერმანელი შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი სულ რაღაც €5 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი მუსიკოსებთან 2020 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..