» » მიუნხენელები ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ

მიუნხენელები ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ

4-11-2016, 21:02 LEV4NI სიახლეები 0 41

რამდენიმე საათის წინ ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი რომლებიც წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისათვის იბრძლებენ.

აღნიშნულ სიაში 23 საუკეთესო ფეხბურთელია რომელთა რიგებში 2 ბავარიელი მოხვდა, ესენი არიან: მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი.

შერჩევა 4-დან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება რომელშიც საუკეთესოს ვინაობას ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები გამოავლენენ. 2017 წლის 9 იანვარს კი ციურიხში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ოფიციალურად გახდება ცნობილი.

საუკეთესო 23 ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

1)სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
2)გარეთ ბეილი (მადრიდის რეალი)
3)ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
4)კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი)
5)კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
6)ანტუან გრინზმანი (მადრიდის ატლეტიკო)
7)ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი)
8)ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
9)ნ’გოლო კანტე (ლესტერ სიტი, ჩელსი)
10)ტონი კროოსი (მადრიდის რეალი)
11)რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის ბაიერნი)
12)ჯეიმი ვარდი (ლესტერ სიტი)
13)ლიონელ მესი (ბარსელონა)
14)ლუკა მოდრიჩი (მადრიდის რეალი)
15)მანუელ ნოიერი (მიუნხენის ბაიერნი)
16)ნეიმარი (ბარსელონა)
17)მესუთ იოზილი (ლონდონის არსენალი)
18)დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემ იუნაიტედი)
19)პოლ პოგბა (იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი)
20)სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი)
21)ალექსის სანჩესი (ლონდონის არსენალი)
22)ლუის სუარესი (ბარსელონა)
23)რიად მაჰრეზი (ლესტერ სიტი)

მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ბრძოლაში 10 მწვრთნელი ჩაება რომელთა შორისაც კარლო ანჩელოტი ვერ მოხვდა სამაგიეროდ სიაში ბავარიელთა ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

აღნიშნული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1)კრის კოულმენი (უელსი)
2)დიდიე დეშამპი (საფრანგეთი)
3)პეპ გვარდიოლა (მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი)
4)იურგენ კლოპი (ლივერპული)
5)ლუის ენრიკე (ბარსელონა)
6)მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემ ჰოტსპური)
7)კლაუდიო რანიერი (ლესტერ სიტი)
8)ფერნანდო სანტოსი (პორტუგალია)
9)დიეგო სიმეონე (მადრიდის ატლეტიკო)
10)ზინედინ ზიდანი (მადრიდის რეალი)

ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა სია, აღნიშნული ჩამონათვალი 10 მოთამაშისაგან შედგება რომელთაგან 2 ბავარიელია.

1)კამილ აბილი (ლიონი)
2)მელანიე ბერინგენი (მიუნხენის ბაიერნი)
3)სარა დაბრიტცი (მიუნხენის ბაიერნი)
4)ამანდინ ანრი (პორტლენდი)
5)საკი კუმაგაი (ლიონი)
6)კარლი ლოიდი (ჰიუსტონი)
7)ჟენიფერ მაროჟანი (ფრანკფურტი, ლიონი)
8)მარტა (როსენგარდი)
9)ლოტა შელინი (ლიონი, როსენგარდი)
10)კრისტინ სინკლერი (პორტლენდი)

ასევე ცნობილია ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელთა ვინაობაც რომელთა შორის მიუნხენის ბაიერნის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომას ვორლეც მოხვდა.

1)ფილიპე ბენგერო (საფრანგეთი)
2)ჟილ ელისი (აშშ)
3)ჯონ ჰერდმანი (კანადა)
4)სილვია ნეიდი (გერმანია)
5)ვერა პაუვი (სამხრეთ აფრიკა)
6)გერარდ პრეშეუ (ლიონი)
7)პია სანდიჯი (შვედეთი)
8)ოსვალდო ვადაო (ბრაზილია)
9)მარტინა ვოს-ტეკლენბურგი (შვეიცარია)
10)ტომას ვორლე (მიუნხენის ბაიერნი)
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..